მდგრადი მოდა სულ უფრო და უფრო აქტუალური ხდება ჩვენს სოციუმში. საზოგადოების დიდი ნაწილი გააზრებას იწყებს იმისა, თუ რამხელა ზიანის მომტანია სწრაფი მოდა დედამიწის კლმიტაისთვის. ამის მიუხედავად, ამ ეტაპზე მაინც რთულია რაციონალური გადაწყვეტილებების მიღება, როცა ასეთ მაღაზიებში შოპინგი ბიუჯეტური არჩევანი და გამჯდარი ჩვევაა.
ახალი ტენდენციების მიხედვით, უფრო "კეთილი" და პასუხისმგებლიანი ქცევა ტანსაცმლის შესაძენად ვინტაჟ მაღაზიების სტუმრობაა - ანუ იმის გამოყენება, რაც უკვე ნაწარმოებია.
პრინციპულად სწორი ცხოვრების წესის მიღმა, არის მოდა - ასორტიმენტი მაღალი ხარიხსის ბრენდებისგან, რომლებსაც მისაღები ფასები აქვთ. ვინტაჟ მაღაზიაში შესულს, სრულიად გასაოცარი და მოულოდნელი ტანსაცმელი გხვდება, შენი სტილის გამოხატვასა და ხაზგასმაში, რომ დაგეხმარება ისეთი, ეს ტანისამოსი მოგცემს განსხვავებულობას და ბერვად გაგზრდის საკუთარი გემოვნების გააზრების ასპექტში.
გთავაზობთ ვინტაჟურ მაღაზიებს თბილისში:
Vintylator Vintage Shop
Vintylator არის ეკოლოგიურად სუფთა სოციალური საწარმო, რომელიც ისწრაფვის უფრო მწვანე მომავლისკენ.
Dezertervintage
Metro Vintage Store
Day Off! - Re-Use Store
Shantay • შანთეი
Fleabag61