ალბათ ხშირად ეკითხებით საკუთარ თავს, თუ ვინ ხართ, რატომ ცხოვრობთ ამ ქვეყანაზე და რა მიზანი გაქვთ ცხოვრებაში, თუმცა არ გესმით ხმა, რომელიც გიპასუხებთ ამ კითხვებზე და თქვენც ჩუმდებით, ნებდებით, უკან იხევთ და კითხვებიც უკან მიგაქვთ ისე თითქოს, არც კი დაგისვამთ, ისე იქცევით თითქოს არაფერი მომხდარა, თუმცა სულში დიდი სიცარიელე იკავებს ადგილს შემდეგში მწარე ტკივილში, რომ გადაიზრდება და ნელ-ნელა მთელს შინაგან სამყაროს დაუვლის, როგორც უპასუხო სიყვარული ადამიანს, რომ ანადგურებს და უფრო მეტიც, მის გულს ფერფლად აქცევს.
მეც თქვენ მსგავსად დაინტერესებული ვარ საკუთარი პიროვნებით და მაქვს ხოლმე იმის სურვილი, რომ ჩემში მყოფ , , მე-სთან" ახლო, სულიერი კონტაქტი დავამყარო, თუმცა ისიც გარბის, იმალება სადღაც შორს, სიბნელისკენ მიიკვლევს გზას იქ, სადაც არაფერია იქ, სადაც არავინ არის და მხოლოდ და მხოლოდ შიშია...ნაცრისფერი შიში...ის შიში, რომელიც ჩვენში, ყველა ადამიანში იმალება რამდენადაც არ უნდა დავარწმუნოთ საკუთარი თავი, გვჯეროდეს იმის, რომ ჩვენში არ არსებობს შიში და არაფრის გვეშინია ეს დიდი ტყუილია, რადგან სამწუხაროდ, არის მომენტები, როცა შიში ჩვენზე დროებით იმარჯვებს, თუმცა ასევე არსებობს მეორე მხარე, როდესაც შიშს მარადჟამ ვამარცხებთ...
და ვინ ვარ მე? ერთი სულიერი არსება , ამ სამყაროში მცხოვრები არაფრით გამორჩეული თავისი შიშებით, სუსტი თუ ძლიერი მხარეებით.მინახავს ცხოვრების ტკბილი და მწარე ხასიათი, ბედნიერი თუ სევდიანი ბუნება, ტკივილითა თუ სიხარულით სავსე სახე ბედნიერებისა და მწუხარების ცრემლებით, მაგრამ მაინც ყველაფრის მიუხედავად მადლიერი ვარ ამ ცხოვრების...არასდროს მითქვამს გასაჭირში ის, თუ მე რატომ დამემართა ეს ვთვლი, რომ ცხოვრების იმ ეტაპზე ეს უნდა მომხდარიყო, რომ რეალური ცხოვრების არსი გამეგო, რეალობისთვის თვალი გამესწორებინა და დამენახა ცხოვრების ორსახოვნება მივმხვდარიყავი იმას, რომ არ შეიძლება მუდამ ბედნიერი იყო ან პირიქით, არ შეიძლება მუდამ ცუდად გრძნობდე თავს.მოვა მზიანი დღეები და წვიმიანი ამინდებიც იქნება ოღონდ წვიმას არ უნდა შეუშინდე, პირიქით, იმედით უნდა შეხვდე იმ იმედით, რომ მისი წვეთები გაგაბედნიერებს და წვიმის სისველე არ გაგაციებს.
რა იქნება თუ ასე შევხედავთ ცხოვრებას და ნეგატივს ჩვენივე იმედით სავსე გულით ვუპასუხებთ?
ვცადოთ...მეც ვცდი და თქვენც სცადეთ იქნებ ამ გზით გავიგოთ ჩვენი არსებობის მიზეზი და ცხოვრების მიზანი ამ სამყაროში და მივხვდეთ იმას რანი ვართ, საიდან მოვედით, საით მივდივართ...