ვიღაცამ სამყაროს აწყენინა

2
ვიღაცამ სამყაროს აწყენინა 🫵🏻
შეხედეთ ამ კოსმოსურ ღრუბელს, რომელიც ჩვენგან 7500 სინათლის წლის მანძილზე მდებარეობს, ნისლეულ NGC 3372-ში. ✨
ეს არის მტვრისა და გაზის იზოლირებული პატარა, ბნელი გროვა, რომელიც ცნობილია, როგორც ბოკის გლობულა, ვარსკვლავების "სამჭედლო".
ღრუბლის მკვრივი უბნები კიდევ უფრო კონდენსირდება და იშლება მისივე გრავიტაციის მეშვეობით, რაც შობს ვარსკვლავებს.
ამ გაბრაზებულ კოსმოსურ ღრუბელს 6 მზის მასა გააჩნია და სიგრძეში 2 სინათლის წელია.
ის იმდენად მკვრივია, რომ ძნელია მისი შიდა ნაწილის დანახვა.
ნათელი შუქი, რომელსაც განსაკუთრებით კიდეებზე ვხედავთ, ახლომდებარე ვარსკვლავების დამსახურებაა.
მისი სავარაუდო სიცოცხლის ხანგრძლივობა 200 000-დან 1 მილიონ წლამდეა.
ეს სურათი გახლავთ ნისლეულ NGC 3372-ის დიდი სურათის ნაწილი, რომელიც გადაღებულია ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის მიერ.
ნისლეულის საერთო სურათი არის კომპოზიტი, რომელიც აიწყო 48 კადრისგან.
2