სიგნალებს, დედამიწიდან "ვოიაჯერ 1"-მდე და უკან, ახლა უკვე 23 საათი და 9 წუთი სჭირდება, თუმცა ჩვენი კოსმოსური სავიზიტო ბარათი კვლავ ცოცხალია და ამის გაგება ნამდვილად სასიხარულოა 🤩
✦ Voyager 1-ის შემდეგი მნიშვნელოვანი ეტაპი მზიდან ერთი სინათლის დღის (დაახლოებით 25.9 მილიარდი კილომეტრის) მანძილის მიღწევა იქნება.
გათვლებით, ეს მანძილი 2027 წლის იანვარში იქნება მიღწეული და დაემთხვევა მისი გაშვების ორმოცდამეათე წლისთავს.
"ვოიაჯერ 1" იმ დროს კვლავ აქტიური იქნება, თუმცა ინჟინრებმა შესაძლოა მისი ზოგიერთი სამეცნიერო ინსტრუმენტის დეაქტივაცია გადაწყვიტონ, რადგან მისი რადიოიზოტოპური ენერგიის წყაროები იწურებიან.
ცნობისთვის, პროქსიმა კენტავრამდე, ჩვენს მზის სისტემასთან უახლოეს ვარსკვლავამდე მისასვლელად, რომელიც ჩვენგან დაახლოებით 4.24 სინათლის წლითაა დაშორებული, "ვოიაჯერ ერთს", ამჟამინდელი სიჩქარით, დაახლოებით 74 000 წელი დასჭირდება.