ცდა...
ვერაფერს იტყვი: —წამებს ნუსხავს მზე...ხელშესავლები ხდება ნაქადნი...გგეშავს, დაწერო რამე, სულ სხვა ზნისდა სულ სხვა მეტრის, ვიდრე აქამდის...
გგეშავს, დაწერო რაღაც ახალი,თუმცა დაშრეტა ძველის ნაღვენთისგეხიფათება, როგორც საჰარისხვატი, რომელიც ქვიშნარს აღმერთებს...
ცდილობ გწამდეს, რომ მეტწილ ნაკურთხ წყალსძალუმს წარკვეთოს ,,მახრას” ეშვებიდა ხშირად ნატრობ მორჩე, გაკურცხლოიქით, საითაც ახლად იშვები;სულზე შემხმარი წუმპის ლაქები,წლებს შეაფხიკო უღირსს, უგვან მძორსდა სიმარტოვე — კერპად ნაგები,მზის პირველ სხივებს გამოუკვანძო;
და აღიარო, რომ ფრთებს ვერ ასხამსსიტყვებს უფლისდარს, ბრძენიც თვის საქმის,რომ მილურსმნული ჯვარზე ყველა სხვაგანწირულია მხოლოდ ხრწნისათვის;
რომ გწადს, ძველ კვარცხლბეგს ჯვარი აჰყაროდა მიაბარო კრძალვით საძვალესდა ამოხეთქო რაღაც ახალი...
თუმცა ვინ გაცდის...ან ვინ გაძალებს...
***
ლოთის გზა...
ღმუის ფიცხ მკერდში უსამხარო მწუხრის სამუმი,ვნებათ-ვარჯთ-ქვეშეთს ელტვის სული მოჭირნახულე: —ამ სამყაროსთვის რაიც ფასობს გროშად,ამ მრუმეფერიცვალების უდრტვინველი, ნორჩი მსახური...
ქუხდა... დაეცა... განიძარცვა, როგორც ნიკეამ,მორჩილებასთან მორკინალი ლურჯი სტიქარი...და ახლა მისთვის უმაღლესი კანონიკააბილწის სტიგმა და უხილველი ფუნჯი ცივ ქარის...
... და ხორცში, სადაც ახლა სახლობს, დუღილს წარმართულს,კადნიერების ზღვად ევლება ფეთვა, ხელებადა იფლანგება უღიმღამოდ, უმისამართოდდა ზეზეულად ეწირება თეთრად ცხელებას...
ყველა გზად მაინც უგზოობის განცდა აპურებსდა ასამარებს თითქოს ხილვად ღამეს — ნიღბიანს,თუმცა ის მიწა, გზად რომ ურემს გადააბრუნებს,წინ უანგაროდ დაგანახებს რამეს იღბლიანს?!
გზები წალეკავს ურემს,პატრონს, არეს სატყვისად: —ვინც მწვერვალს ელტვის, ვისთვის ვალსიც პოლონეზია,რადგან ყველა გზა დასასრულის არის საწყისი,რადგან ყველა გზა უძრაობის ბოლო გეზია...
და იკლაკნება... რა დროს ხსნაა, რა დროს მარულა, იქ ქუჩის ბოლოს მთვარეულნი არაყს ელიან...ამ სამყაროში სიკვდილია ჯადო ქარული,თორემ ცხოვრებას სამოთხესთან სხვა რა ხელი აქვს...
ერთი გზა უდევთ საბოლოოდმხდალს,საპყარს,ოდას...თუნდ ყველა ძარღვი უმეცარმა ლოთმა დასეროს...
... გახვალ როდესაც მკერდშიშველი ამ სამყაროდან,მაშინ შეიგრძნობ გროშის ძალას ლოცვად...ასე, რომ...
***
გამომეთხოვე... არაფრისმთქმელიდა აწეწილი შენის ვნებებით...თვალს მოსხლეტილი ცრემლების ღელეშენს განშორებას არ მანებებენ...გაფრინდი... როსმე მისწვდები ლურჯ ცას,სათაყვანებელს პოვებ იმედებს...მეზიზღებოდე, როგორ მწადს, თუმცაამ სასჯელისთვის ვერ გაგიმეტე......ახლა მწუხრის ცეცხლს გულში ვანელებ, ძილარეული ვეძებ სინათლეს...ვიცი გატეხილს ვერ გაამრთელებსდღეს -- მოგონილი, ყალბი სიმართლე...ამაოდ ვხლართავ მდარე სტრიქონებს,დავვიწყებივარ თავად უფალსაც...მხოლოდ დემონთა სპა მომიგონებსუამოდ დამშვრალ ჭირისუფალსა......ახლა წამით რომ გაიდარებდეს,გაიშლებოდეს გულში იები,გაპატიებდი მწარე დაცინვას,ჩემს მკვლელობასაც გაპატიებდი...... ღამე სიზმრებში მოცოცავს მრუშიდა წკრიალებენ მწუხრის ზარები...და დღესაც ისევ მე, როგორც გუშინ:--მძულხარ... მიყვარხარ... და მეკრძალები....
***
შეშლილი პოეტის მონოლოგი
თუ ქვის სროლაა,დაე იყოს!ვიწყებ, ამყევით!ამ კუპრის ჭაობს ისევ ხელად რონინი მიჯობს...შენ რახანია უკვე გარქვეს ხამთა ნაყმევი,შენ _ დიდებისთვის უგერგილოდ ჩაკლულო ნიჭო...
ვიწყებ!ამყევით!ვყიდი ვარდს და თითბრის სამოვარს,ისეთს, ნიკალას რომ გადექცა ლამის მანიად,არად მარგია, რა თავს ვახლი, ან რა გამოვა...(ან ფიროსმანი ახლა აქ რა მოსატანია...)
ვყიდი სიშიშვლეს, სიღატაკეს დასულს ფსკერამდის...თუ რამ შემომრჩა ამაგდარი კიდევ ქართულიგროშად ჩავუთვლი ვინმე ჯეელს, ვინმე წვევამდელს,რადგან მე უკვე ქვის სროლაზე ვარ გადართული...
ვყიდი სიმხდალეს, უმეცრებას, სულის სიბეცეს,მუშთარს ასევე ვუფეშქაშებ ბალღამს ზემოდან: _აწ ჩემს მაგიერ რომ იხილოს და შეიმეცნოსმზე ქვესკნელეთის _ ეკალ-ვარდთ და საენძელოთა...
ვყიდი ღირსებას _ნდობააყრილს თხემით ტერფამდის,კანტებჩახეულს... (ფასნამატზე კიდეც მივკემსავ!)ვყიდი მას, რასაც დასაბამით ჩემში კერპავდნენდა რაიც ახლა მტერად მექცა უსასტიკესად...
ვყიდი ოცნებებს _უპირისწყლოს, ფარულ დარიშხანს,თუმც ძველებურად დემასივით მდიდარს სავსებით,ვყიდი მას, რასაც სისხლის ცრემლი დადის ჟამით-ჟამს: _წარსულს ბნედიანს და მომავალს თვალებდავსებულს...
ვყიდი სამყოფელს _უფლისაგან ნაბოძ ახალშენს,აწ იავარქმნილს, გადაქცეულს ხანძთად... ოპიზად...ვყიდი საკუთარ გვამსაც სუკად...თუნდაც სახაშედ...გაიხრწნებოდეს მომეტებით ვიდრე ლპობისგან...
ვყიდი ყველაფერს, რაც ჩემშია ზავთად, დასტებად,რაც აგრერიგად ყველა მოკვდავს უხშობს ცის კიდეს,რომ იქნებ ასე შევძლო გროშთა შეყრა კასტებადდა სული ჩემი ეშმაკისგან გამოვისყიდო...
მოდით!ამყევით!გამოვფინოთ ერთად სუყველამჩვენ-ჩვენი ყოფის ,,სამშვენისი’’ თითო-ოროლა,დახლს მივანებოთ, განვიშოროთ, როგორც წურბელადა წარსულ ლანდებს დავაწიოთ ქვები ჰოროლად...
თუ ეს ომია,არ დავეძებ!იყოს, ამყევით!ამ კუპრის ტალახს, ალალბედზე სიკვდილი მიჯობს,რომ ვეღარასდროს ვეღარ გარქვან ხამთა ნაყმევიდა უღიმღამო დიდებისთვის ჩაკლული... ნიჭო...
***,,ამ ქუჩის ბოლოს’’ ალბათ უკვე ნასახლარია,ან იქნებ სულაც შეემატა ქუჩას მანძილი,იქნებ დუმილად შეეყინა ნასახ არიასორი მოხუცის უთვისტომო სული განძივით...იქნებ ორთავე – უჟამკარო ჟამის მეფარე,სიზმრებს დარაჯობს ამაღლებულს სულის კარმაზე,სადაც სიტყვები ვეღარაფერს ავლენს შეფარულსდა აღარც დუმილს ენიჭება ფასი ალმასის...იქნებ ვალალებს ქუჩის ბოლოს ისევ ,,დიდება’’და ვაგაბუნდთა ჩქეფს სილაღეც -- ნაღვინ-ნასპირტი,ან კომედია ტრაგედიას კვლავ ეხიდებადა იადონიც კვლავ სისინებს, როგორც ასპიტი...ან იქნებ ძველის დასასრული ახლის სენია: --გარდაუვალი დავიწყების უღვრთო ზადია,იმ ორ მოხუცზე არაფერი აღარ სმენიათიქნებ ეს ოთხი ათეული წელიწადია?!... და ქუჩის ბოლოს -- უკვე ფერშლილს ახლის მიჯნაზე,იქნებ სხვა ხმები უხამებენ სხვა ყოფის ,,მახრას’’და ის მოხუცნიც შარბათივით, ვიწრო ფინჯანში: --სხვა სხეულებში განაგრძობენ სიცოცხლეს ახლაც,სად ურთულესად ადვილია ტვირთის ტარებადა მწუხრის ჩრდილსაც დასცქერიან პაპარაცები,სად ყოველივეს სიკვდილივით სწადს უკვდავება და ამაღლების ბოლო შანსი არის დაცემა...... ,,ამ ქუჩის ბოლოს’’ მე ვადარებ ანასხლეტ ჰოროლს,უმისამართოდ ქარიშხლისას ანაფრენ იას...იქნებ ყველაფრის საწყისია ,,ამ ქუჩის ბოლო’’...ან ქუჩის ბოლოს იქნებ სულაც არაფერია...
***
მოლოდინი...
წერ...რახანია ფიქრებს შუა ჩახმაჩამაჭრებული მწუხრის შხეფებიდა გულის ფსკერზე ჩალპობილ ლახვარს: --ნამყოს --მერმისთან კვლავ ეყეფება...
წერ...რახანია მწუხრის განაჩენს,(ბევრგზის ეაჯე რა ოდენ იმედს...)ხვალ შეიძლება ერთი გადარჩეს,ერთი...ან სულაც რამოდენიმე...
გაკრთობს შენივე ლანდი: --მზვერავი,მზერამზაკვრული -- დაფნით მნუსხველი,ნიჩბებდამტვრეულ როგორც მენავესშტორმის სიმხეცე და ფლიბუსტერი...
და სჯულ აყრილი კერპი -- უაზნო,გიშლის მისტიურ კარავს მეფობის...და შეშლილი ხარ ზოგჯერ უაზროდ შენი არსების არარსებობით...
... დღის მდინარება მტევნებს შუა ჩახმა,ცელქი სიმშვიდე გსუსხავს დროების,წერ...ეზვირთები გონებით სხვა ხმას --მარად მყეფარე უსაზღვროების...
და სადღაც გჯერა: --გაჰკოჭავს თალხს დაეშმას დაუმსხვრევს მოქლონს ფერია,რომ ყველა მუღამს აქვს თავის ახსნადა ყველა გრძნობა ოქროსფერია...
... და ეწირები წერას, ვით ღადოს,სრულად დამეწყრილ ქვა-ღორღს მზეწვია...წერ...და კვლავ გინდაირწმუნო, სცადო...იქნებ გადარჩედა ბედს ეწიო...
***
ჩამოქცეული, როგორც იშხანი,ნელი სიკვდილის ლანდი უძღები,ღამის წყვდიადი და ქარიშხალიჩემს მარტოობას ელაქუცება.შიშველ ოცნებას მოსავს დაისი,ბედნიერება თითქოს პეშვიადა მისწრაფებაც არარაისიგაზიარებას გადაეჩვია...წლები რომ ღმუის სისხლის მაგიერ, ენაცვლებიან მატერიებიდა ულაზათო, შავბნელ მაგიებს ეწირებიან არტერიები...ო, ზეციერო, ჰანგით სოველითხმას ვეღარ გაწვდენ რიხით, მაჟორით,უსამართლოა წამი ყოველი,შენგან რომელიც ასე მაშორებს...და თავს რამდენიც უნდა ვუფიცო,სისულელეა ზღაპრის ახდენა...შენს სიყვარულში მე ვარ უბიწო,მაგრამ სასტიკად ნამუსახდილი...ღმერთო, შემინდე რწმენის დათრგუნვა,გულის სიღრმეში ვუწყ რა დიდი ხარ,მაგრამ ფიქრებში ერთ უზალთუნადუკვე მრავალჯერ გამიყიდიხარ...უკვე მრავალჯერ დავთმე ტაძარიდა ვანაცვალე კერპებს ჯიუტადდა მრწამსი შენი სხივნახანძრალილეშად მივუგდე სულმყრალ იუდას...ო, ზეციერო, ვუხმობ განთიადს,რომ შემოიჭრას სულში მარტივით,სადაც სიცოცხლის მარიფათია,ასე რთული და ასე მარტივი.რომ განმარიდოს წარსულ სტრიქონებს,ვით სისხლის ჩქერი სპეტაკ პირსახოცს,რომ ჩემში სიოდ შემოიქროლოსდა ქარიშხალად გარდაისახოს.ო, ზეციერო, ველი განთიადს,რომ ჩემი ლექსი მზესთან გავრითმო, თუ ჩემში მწუხრი ვერ გაათია,სიკვდილი მარგოს სამაგალითო.... როგორც ნაპერწკალს კვეს და აბედისსიკვდილსაც თავის ღირსება მოსავს,უნდა სიკვდილიც ისე გაბედო, როგორც სიცოცხლე ამშვენებს მგოსანს.და მერე მორჩეს... აღარ შეგჩივლებ,ღამის სერობის დავტოვებ სუფრას,დავიკრებ მხრებზე შორეულ ჩრდილებსდა მზის ნაკვალევს გავყვები უბრად...
***
წერე!
წერე! ... ყველაფერს დაესმება ბოლოს წერტილი...ყველა ტკივილი (უმძაფრესიც!) დროსთან მარცხდება...მწარეს სადამდის მოგაგებდეს ბედი, ჯერ ტკბილი,სცადე შეიგრძნო აღზევება და დანარცხება...
ზოგჯერ სიქველეს უმეცრების დაჰკრავს იერი,ზოგჯერ უფლის გზაც წარიტაცებს ანგარებიანს...წერე, თითქოსდა შენს თავს ჟგეთმა გადაიარა: _თითქოს გიყვარდა... ან საერთოდ, არც გყვარებია...
წერე, თვალებით რაც ვერ ითქმის, ვერ იკითხების: _უიმედობით ნაოცნებარს სცხე აიაზმა,ახსენ მუღამი აუხსნელი ჯერაც კითხვების,თუ შენში მჭახედ აიჯაგრა და აირაზმა...
მთელი არსებით სიზმარეთის იხმე სხვა მხარე,რადგან სიცხადით ბროლის კოშკი როდი იგება, წერე, როგორაც გსურს, რომ იქცეს შენთვის სამყარო,სად ფრთების გაშლა და გაფრენა გეჭაშნიკება.
მეხად დაეცი მოლიზღართა, შუბი აღმართედა ჰქმენ საქმენი საკვირველნი, თუნდაც აუგი,გააცამტვერე შენში ყველა კერპი, წარმართი,იჭვის დემონებს შემბოჭველი ზღუდე აუგე.
წერე, სადამდის გული ფეთქავს, მკლავი ფაფხურობს,სანამ სიკეთე სიავეზე ლესავს ჯავარდენს,სანამ წარსულმა წარიტაცა ესე ზაფხულიც,სანამ იმედსაც უიმედოდ ჯანი გავარდა...
წერე! აღჭურვე საჭურველით სიტყვის ხარიხა,ზეცას გაეგე ფიანდაზად, ნათელ ჩრდილებად,წერე, სადამდის ღვთიურ წერას აუტანიხარ,სადამდის გრძნობა და გონება გემორჩილება...
წერე! მიჰყევი იდუმალ ხმებს, ღრუბელთა რონინს,ვიდრე საწუთრო მიწას შეგრთავს -- არსით გრძნეული,ვიდრე ჩაგისვამს თანამყოლად ნავში ქარონი,ვიდრე სიკვდილი ჯოჯოხეთად გადაქცეულა...
... თორემ ყველაფერს დაესმება ბოლოს წერტილი...ბოლოს ყველაფერს მოეღება ბოლო, სრულიად...და მაშინ იგი: _ აწ შექმნილიც, არდაწერილიც,ნაოცნებარიც... გამქრალი და დაკარგულია!