ზებულონსაც სჩვეოდა ოდესღაც, დიდი დიდი ხნის წინ გულაღმა დაწოლა, ხელებს თავქვეშ ამოიწყობდა და ვარსკვლავიან ცას მიაჩერდებოდა.. ცას რომ მიაჩერდებოდა და ამაოდ ეთათბირებოდა საკუთარ თავს იმის გამო, თუ ეს ამდენი ვარსკვლავი დილით სად მიდის, ღამით საიდან მოდის, რატომ ხდება, რომ ზოგი მათგანი მოულოდნელად მოწყდება, მთელ ცას გადაიქროლებს და სადღაც ისე უეცარად გაქრება, თითქოს არც არასოდეს ყოფილიყოს..მას ბუნება უყვარდა სადაც პოულობდა სიმშვიდეს და თავშესაფარს. მარტოობა შვება და ნუგეში იყო, საკუთარი თავი კი საუკეთესო მეგობარი და გულის მესაიდუმლე.. ზებულონმა შური იძია დაროაშვილებზე, მან სოფელი გააოცა თავისი სისასტიკით, არა მარტო გააოცა, არამედ დაიმორჩილა კიდეც, თუმცა მას მორჩილება არაფერში სჭირდებოდა.მას შემდეგ შეიცვალა მისი ცხოვრებაც, აღარ იყო ის ზებულონიი ხანდახან, როცა სევდა და წუხილი პირთავე აავსებდა და აწრიალებული ადგილს ვერ პოულობდა, გონების თვალით წარმოიდგენდა დაკარგულ ფესვს, ძველ ზებულონს, უმანკოს, უბრალოს, უცოდველს, ვისაც თოთო ტალახში სიარული გულში თბილ ნეტარებად ეღვრებოდა, წარმოიდგენდა და გულმდუღარე, ლამის ცრემლმორეული, სასოებით მიისწრაფოდა მასთან შესაერთებლად..ბევრი რამის დაწერა მინდა მაგრამ მერე საინტერესო არ იქნება❤️