ზიგმუნდ ფროიდი დღეს იუბილარია✨🙂

8
ფროიდს აქვს ნათქვამი, "რომ იცოდეთ თუ რამხელა ძალა აქვს თქვენს ფიქრებს, ნეგატიურად არასოდეს იფიქრებდით.აღმოსავლეთში ამბობენ: "ყველაზე დიდი მტერიც კი ვერ უსურვებს ადამიანს ისეთ საშინელ უბედურებას, როგორც მის საკუთარი აზრებს შეუძლია მოუტანოს."ნეგატიური ფიქრების დროს შენი აზროვნება ქმნის ყველაზე უარესს სავარაუდო მომხდურებიდან, მას აქვს შესაძლებლობა დაგანახოს ყველაზე უარესი ვარიანტი სამ განზომილებაში, რაც დაგაჯერებს რომ ეს ის მომავალია რომელიც წინ დაგხვდება. შენ უნებურად იწყებ ნერვიულობას და განიცდი ზუსტად იმ გრძნობებებს, რასაც რეალურ სამყაროში განიცდიდი.თითოეული ნეგატიური გაფიქრება, რომელიც სტრესავს ადამიანს ინახება ქვეცნობიერში. დროთა განმავლობაში, ტვინი ეჩვევა სტრესს, და ხდება მისკენ მიდრეკილი, შედეგად ვიღებთ ადამიანს რომელიც პესიმისტია და სწორედ ეს არის მიზეზი იმისა, რომ მისი ცხოვრება არ ვითარდება, სავსეა შიშით და არა წინსვლით. ჩვენ თვითონვე ვაგებთ ციხეს, სადაც ვიტანჯებით ჩვენი თითოეული ნეგატიური აზრით.ყოველდღიური ლექსიკონიდან ამოვიღოთ სიტყვები როგორიცაა: არაფერი გამომივა, ყველაფერი დამთავრდა, მე ამას ვერ გავაკეთებ, ის ჩემზე უკეთესია და ასე შემდეგ. ჩვენივე ფიქრები გვმართავენ ჩვენ. ნებისმიერი კომუნიკაცია ჩვენ თავთან, არის ბრძანება ტვინთან. თუ თქვენ გონებას გაავსებთ ნეგატიური ფიქრებით, ის დაიჯერებს და დაგარწმუნებთ მათში.ავიღოთ ბლოკნოტი და ყოველდღიურად დავწეროთ ხუთ რამ, რატომაც ვართ კმაყოფილები ცხოვრებით. მეცნიერები ამბობენ რომ ეს მოქმედება, წარმოშობს ტვინში ახალ ზონებს, რომლებიც უკვე თავისით გამოიმუშავებენ ჩვევას, დაინახონ გარშემო პოზიტიური გარემოებები. იმ დროის განმავლობაში, როდესაც ადამიანის ფიქრები ერთვება იმისკენ, რომ დაინახოს სიკეთე, სიყვარული და ბედნიერება, ტვინი იცვლის სტრუქტურას. ჩვენ ვიღებთ ტვინს, რომელიც მიდრეკილია ბედნიერების ჰორმონისკენ..
8