ზურგის ტკივილი

11

ზურგის ტკივილი მსოფლიოში ყოველ მესამე ადამიანს აწუხებს. ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს კუნთების, მყესების ან იოგების დაჭიმვა, უეცარი ტრავმა, როგორიცაა მძიმე ნივთის აწევა, დაცემა ან უბედური შემთხვევა და სხვა. მწვავე ტკივილი მოულოდნელად ან თანდათანობით ვლინდება და გავლენას ახდენს ზურგის კონკრეტულ წერტილზე ან ვრცელდება მთელს ზურგზე.
ტკივილის მიზეზი უმეტეს შემთხვევაში არასპეციფიკურია. ამის საპირისპიროდ, ზურგის ქრონიკული ტკივილი არის ღრმა, მტკივნეული, წვის ტიპის, რომელიც შეიძლება გაგრძელდეს კვირების, თვეების ან წლების განმავლობაშიც კი.
ადრეული ჩარევის მნიშვნელობა
ფიზიკური თერაპიის ადრეული ჩარევა შესაძლებლობას მოგცემთ თავიდან აიცილოთ ტკივილიგან გამოწვეული სხეულის ფუნქციების გაუარესება.
კვლევაზე დაყრნობით, რომელიც ორ ჯგუფს შორის ჩატარდა ფიზიკური თერაპიის ადრეული ჩართვა დადებითად შეფასდა. პირველი ჯგუფი დაკომპლექტებული იყო პაციენტებით, რომლებმაც სპეციალისტს ტკივილის დაწყებიდან ოთხი კვირის განმავლობაში მიმართეს, ხოლო მეორე ჯგუფში ერთიანდებოდნენ პაციენტები, რომლებმაც მკურნალობა ოთხი კვირით ან მეტით გადადეს. პირველ ჯგუფში შესულმა პაციენტებმა შეძლეს უკეთესი შედეგების მიღწევა და ტკივილისგან გამოწვეული შეზღუდული უნარების თავიდან აცილება.
მედფოქსი გვთავაზობთ ადრეული ჩარევის პროგრამებს ზურგის ტკივილისთვის,   სამკურნალო ვარჯიშის, მასაჟისა და ფუნქციური რეაბილიტაციის დახმარებით.
ზურგის ტკივილის მიზეზები
მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ზურგის ტკივილის გამომწვევი მიზეზები, რათა თავიდან ავიცილოთ გართულება. ზურგის ტკივილის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია:
·         კუნთების ან იოგების დაჭიმულობა
·         სხეულის არასწორი პოზა
·         სტრუქტურული პრობლემები
·         სპაზმი
·         დისკის პროლაფსი
·         უბედური შემთხვევები ან დაზიანებები
·         ართრიტი
·         ოსტეოპოროზი
·         არასწორად შერჩეული ფეხსაცმელი
·         ხერხემლის სტენოზი
·         სამუშაო ადგილთან დაკავშირებული საფრთხეები
·         სპონდილიტი
·         და სხვა...
ზურგის ტკივილის სიმპტომები
ზურგის ტკივილის ნიშნები და სიმპტომები ხშირად მოიცავს:
·         კუნთების ტკივილს
·         გამჭოლ ან მჩხვლეტავ ტკივილს
·         ქვედა კიდურებზე გადაცემით ტკივილს
·         შეზღუდულ მოქნილობას ან ზურგის მოძრაობის დიაპაზონის შემცირებას
·         წონის კლებას
·         ძლიერ ტკივილს, რომელიც არ უმჯობესდება დასვენების შემდეგ
·         კუნთების დაძაბულობას
·         დაბუჟებას ასოცირებულ მიდამოში და კიდურებში.
ზურგის ტკივილის პრევენცია
ზურგის ტკივილის თავიდან აცილების მიზნით გაითვალისწინეთ:
ჯდომისას გამოიყენეთ საყრდენი
ყოველთვის დარწმუნდით, რომ თქვენი სკამი კომფორტულია და აქვს შესაბამისი საყრდენი ზურგისთვის. გამოიყენეთ სკამები მკლავებით, რათა თქვენი წინამხარი იყოს სტაბილურად. შეეცადეთ თავიდან აიცილოთ უხერხული ჯდომის პოზა. დაჯექით ისე, რომ თეძოებით შეეხოთ თქვენი სკამის საზურგეს.
ადექით და იმოძრავეთ ყოველ 20-30 წუთში
საოფისე სკამზე საათობით ჯდომა შეიძლება დამღლელი იყოს. თუ თქვენ გაქვთ ზურგის, კისრის ან მხრის ტკივილი, უმჯობესია ადგეთ ყოველ ნახევარ საათში და ისეირნოთ სახლში/ოფისში.
გაიხადეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი
თუ თქვენი სამუშაო მოითხოვს დიდხანს დგომას, მოერიდეთ მაღალქუსლიან ფეხსაცმელს. შეეცადეთ ატაროთ ბრტყელძირიანი ფეხსაცმელი, რადგან მაღალქუსლიანმა ფეხსაცმელმა შეიძლება ცუდად იმოქმედოს თქვენს ზურგზე. რეკომენდებულია მათი ტარება იშვიათად ან სრულებით მოხმარებიდან ამოღება.
იმოძრავე
თუ ხშირად გიწევთ დგომა, შეეცადეთ მაქსიმალურად იმოძრაოთ და ერთ ადგილზე არ გაჩერდეთ.
დაიხარეთ სადაც შეძლებთ
დიდი ხნის განმავლობაში დგომისას, ზურგის თაღის მოხრა ან გვერდულად დაყრდნობა მყარ საყრდენზე ხელს უწყობს დაღლილობის შემცირებას.
ფრთხილად იყავით მძიმე საგნების აწევისას
თუ მძიმე საგნების აწევა გჭირდებათ, დარწმუნდით, რომ ფეხები ერთმანეთისგან ფართოდ გაქვთ გაშლილი  და დგახართ იმ ობიექტთან რაც შეიძლება ახლოს, რომელსაც წევთ. ზურგი არ მოატრიალოთ, როცა მოიხრებით საგნის ასაწევად.
დაიკელით ჭარბი წონა
სიმსუქნემ შეიძლება გამოიწვიოს ზურგის ტკივილი. თქვენ შეგიძლიათ შეამოწმოთ თქვენი სხეულის მასის ინდექსი (BMI), რათა გაარკვიოთ, გაქვთ თუ არა ჯანსაღი წონა.
მიიღეთ საკმარისი სითხე
დარწმუნდით, რომ სვამთ საკმარის წყალს, რაც კვებავს და ატენიანებს მალთაშუა დისკებს. საკმარისი სითხის მიღება ხელს უწყობს ზურგის დისკების სიძლიერის შენარჩუნებას.
ფიზიკური თერაპიული მკურნალობის გამოყენება ზურგის ტკივილის დროს
ზურგის ტკივილის მკურნალობა ზოგჯერ შეიძლება სირთულეებთან იყოს დაკავშირებული. ამიტომ ყოველთვის უკეთესია ზურგის ტკივილის ადრეული მკურნალობა შემდგომი გართულებების თავიდან აცილების მიზნით. მკურნალობისას უმეტეს შემთვევაში გამოიყენება მანუალური თერაპიის მეთოდები.
მედფოქსის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები დაგეხმარებიან ზურგის ტკივილის ადრეულ ინტერვენციასა და ტკივილის მართვაში.
11