თავის - უფალი!

12
ჩიტები, უსაზღვრო ჰორიზონტში იკარგებიან, ვუცქერ ხოლმე და ვფიქრობ, რომ მხოლოდ მათ შეუძლიათ ბოლომდე ცის ხელოვნების, ფრენის ძალის შეგრძნება... და ყოველთვის როცა მათი ფრთები გალიაში აღმოჩნდება, სადღაც გულის სიღრმეში ტკივილი მიპყრობს, ისინი არ დაბადებულან გისოსებისთვის, ისინი შეიქმნენ ცისთვის...
არც აკვარიუმის თევზები მხიბლავს, როცა მათ ვუცქერ, ადამიანი ყველაზე დიდი მატყუარა მგონია, რადგან ოკეანეებისთვის, ზღვებისთვის, მდინარეებისთვის გაჩენილი არსებები პატარა შუშის კედლებში ისე გამოუმწყვდევიათ, რომ თითქოსდა მათ სასიცხლო გარემოში იყვენენ... მაგრამ არ შექმნილან თევზები შუშის გისოსებისთვის, ისინი უსაზღვრო წყლებში მოგაზაურობისთვის შეიქმნენ...
არც ზოოპარკი მიყვარს, რადგან ყველა გალიაში გავლისას, ვფიქრობ, რა იქნებოდა ვიღაცას ლამაზ სახლში გამოვეკეტე, გამოვკევებე, ერთი ორი ჩემნაირი გვერდით მოესვა და ჩემთვის ერთადერთი ბრძანება წაეყენებინა - „დარჩი შინ და არასდროს გააღო კარები!“...
ჩიტები ეჩვევიან, თევზები არსებობენ, ცხოველებიც ეგუებიან, მაგრამ შენ ადამიანო დანებდები ბორკილებში ცხოვრებას?
სასახლეში გამოკეტილმა გაუტამამ ვერ გაუძლო ერთფეროვნებას, მან უარი თქვა ყოველგვარ სიმდიდრეზე, მხოლოდ ერთი მიზეზით რომ ენახა სამაყრო და ალბათ ყველა ადამაინში ცხოვრობს „გაუტამა“, რომელიც ვერ გაძლებს თავის თავის, სამყაროს პოვნის გარეშე... „გაუტამა“, რომელიც ვერ გაძლებს ჩაკეტილ სახლში, ცენზურით აჭრელებული ნააზრევებით ცხოვრებას და ალბათ ყველა ადამიანისთვის ეს სახლი, ეს სამყარო, თავის თავი იწყება თავის თავისუფალი სამშობლოდან... თავისუფლება ყოფილა კაცობრიობის ყველაზე დიდი მონაპოვარი... მას ეწირება სისხლი, თაობები, ადამიანები, სახლები, სასახლეები, რადგან სიცოცხლეს თავისუფლების გარეშე თავის-უფალად კვდომა სჯობს ალბათ!
არ შექმნინლან ადამაინები მორჩილებისთვის, ჩვენ თავის-უფლებად ვჩნდებით და ასეთები ვჭირდებით სამყაროს!

დიდება უკრაინას!
დიდება უკრაინელ გმირებს!
დიდება ქართველ გმირებს!
ისინი დღეს იბრძვიან შენი, ჩემი, ჩვენი, სამყაროს თავისუფლებისთვის!
12