თავკომბალა გალაქტიკა 🐸

3
UGC 10214 - უჩვეულო ფორმის გალაქტიკა, რომელიც საოცრად წააგავს სწრაფად მოძრავ ობიექტს, რომელიც უკან კვამლს ტოვებს.
თავკომბალა კი მისი გამორჩეული გარეგნობის გამო უწოდეს.
ის მდებარეობს გველეშაპის თანავარსკვლავედში, რომელიც დედამიწიდან დაახლოებით 420 მილიონი სინათლის წლით არის დაშორებული.
გალაქტიკის მოქცევის კუდი წარმოქმნილია მისი და სხვა შედარებით პატარა გალაქტიკის ძლიერი გრავიტაციული ურთიერთქმედებით.
ბევრი ახალგაზრდა ცისფერი ვარსკვლავი ჩანს, როგორც გალაქტიკის სპირალურ "მკლავებში", ასევე მოქცევის კუდში.
თითოეული ეს ვარსკვლავური გროვა (გალაქტიკა) არის მილიონი ვარსკვლავის სახლი და მათი ცისფერი ფერი გვეუბნება, რომ მათ ძალიან ცხელი ბუნება აქვთ.
მათი ტემპერატურა დაახლოებით ათჯერ აღემატება ჩვენი მზის ტემპერატურას, ხოლო სიკაშკაშე მილიონჯერ.
ეს ბრწყინვალე ვარსკვლავები დროთა განმავლობაში განაგრძობენ ევოლუციას და საბოლოოდ სფერულ კლასტერებს წარმოქმნიან.
კვლევების თანახმად, მოქცევის კუდის შიგნით ორი ცალკეული გროვა, რომლებშიც ახალგაზრდა და კაშკაშა ცისფერი ვარსკვლავები ბინადრობენ, სავარაუდოდ, გადაიქცევიან ჯუჯა გალაქტიკებად, რომლებიც საბოლოოდ თავკომბალას გალაქტიკის გარშემო შემოიკრიბებიან.
ამ გალაქტიკის გარდა, მის ფონად ხედავთ დაახლოებით 3000 მკრთალ გალაქტიკას, რომლებიც ქმნიან ბრწყინვალე ვარსკვლავურ ფონს.
თავკომბალა გალაქტიკის ეს სანახაობრივი გამოსახულება ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპის დამსახურებაა და შეგიძლიათ იხილოთ (ან გადმოწეროთ) "მომავლის პოსტის" გალერეაში.
3