თამარ ელიზბარაშვილის პოეზია

ByArt infoItaly
9
ვერ შეაჩერებ,შეგამჩნევენ როცა წვიმები,დროის კარგვაა,უღმერთობით გავლა დღეების,ხანდახან ბავშვის ხასიათით მოგეჩვილები,ხან ჩემში ჩქეფენ ვეებერთელა მდინარეები.. 
ხანდახან ჭიუხს მივაწვდინო მინდა ჩემი ხმა,თუმცა ვჩურჩულებ,ყველაფერი ბედმა განკარგა,ხან კი მგონია ვერ მოგწვდები,ცათამბრჯენი ხარ,ხან კი გაგროვებ აქვე ახლოს,სულის გადაღმა... 
ან ყველა ნატვრა რაც სრულდება ჩემი როდია,სხეულში კრთიან მოფრთხიელე,გრძნობის პეპლები,ხანდახან შენი მონატრება მძიმე ლოდიადა ვმსუბუქდები როცა სულით სულზე მეკვრები.. 
მე ჩვეულებრივ მხოლოდ წრფელი გრძნობა მაბრუებს,ბედნიერება შენს თვალებში დაილანდებადა შენს სიყვარულს როგორც ციცქნა ჩიტებს ღაბუებს,ვინახავ მკერდში უძვირფასეს ბრილიანტებად..
***
ნეტავ გულს დარდი მოეძალა რად,წყაროს წყალს ვსვამდი,სისხლი მიდუღდა,მთებში სიცოცხლეს იგრძნობ რა მძლავრად,თუ ერთხელ სულმა ამოიქუხა.. 
მინდვრად გვირილებს მოკრეფ გულყვითელ,რომ სიყვარულის მოწნა გვირგვინი,შენ ამბობ,მზეებს სხივებს ვუყვითლებ,როცა მიმზერ და როცა ვიცინი.. 
რა სხვაგვარია მთაში გული მზისდა მწვერვალებში ფიქრის ჭენება,აქ გულის ფეთქვა აკორდს სულ იცვლის,სხვაგვარად ხდება სულის შენება.. 
იალაღებზე გადაშლილ ფერთაუცხოა გამა,გული ფრიალო,ავიდე უნდა,დალოცვილ ხევს დაზღვა სიყვარული დავატრიალო....
***
ეს დღეც საშინლად ჩუმი იყო,უშენთვალებო,უნდა ვისწავლო სიჩუმეშიც შენი დანახვა,აღარ მინდოდა ამ წვიმებსაც რომ გადაეღო,რადგან წვიმებში იოლია ცრემლის დამარხვა.. 
მონატრებისგან ცახცახებდა სული,სციოდა,შენი თვალები, მზერებიდან როცა საუბრობ,ნეტავ ჩემსავით თუ გისმენენ,გულის ჩეროდან,როცა უსიტყვოდ ამოვიცნობ გტკივა რა უფრო... 
ნეტავ ყველაფერს ჩემი თვალით დაინახავდე,შენი სული რომ ხელის გულზე წიგნად მეშლება,მოდი და ყველა ჩემს შეგრძნებას ფარდა ახადე,აქ ხომ ყველაფერს თავის ხელით ღმერთი ეხება... 
მონატრებისგან გალეული სული მომიჩანს,შენი სურნელის შეგრძნებაა,სულ რომ ამავსებს,ოღონდ მოხვიდე,ყველა სევდა ერთად მომირჩეს,მერე კი შენი ამოსუნთქვაც მეტყვის დანარჩენს..
***
როგორად ვიშვი შენს თვალებში მე არ მინახავს,მაგრამ ყველაფერს ვიმახსოვრებ რასაც იტყვის დრო,ყველა შენს ღიმილგაელვებას სულში ვიმარხავ,რომ მთელი შენი შეგრძნებები ჩემში ვიტვირთო.. 
ცა თუ ირეკლავს მზის არილებს,ცა თვალებია,სულიდან სულში ნაშობ გრძნობის ცაა დამტევი,ცაზე ღამით რომ ვარსკვლავები იბადებიან,ინთება ჩემშიც ნათურები ციცინათელის... 
როგორად ვჩანავარ შენს თვალებში,ისიც არ ვიცი,ვჩანვარ მარტოდენ ღიმილით თუ დარდით ვეება,ხანდახან თვალზე მონატრებად ჩნდება ნამი ცვრის,მგონია მსგავსი მონატრება არ იწერება... 
მაგრამ ცხადია,სულ ყველაფერს ფერი უცვალა,ზღვა სიყვარულმა,თითქოს ჩვენში ღმერთი დატია..გარეთ წვიმს ჩემო..მთვარეს ზეცა თვალებს უცვარავს,მხრებზე კი შენი ჩახუტების სითბო მაცვია....
***
დამხატე..მზეში გარინდული, ყვითელ ფოთლებად,დამხატე წვიმად.. დამიხატე ღრუბელთა ჯარი..დახატე ია,უეცრად რომ დაიმორცხვება,სადმე კუთხეში მიახატე ფიქრები ღამის..
უსასრულოა ფერთა გამა,მაგრამ მე ვირჩევ,ხატე შავთეთრში ჩემი მზერა ასე ფერადი..დახატე ცრემლი..მარტოსული ღაწვზე შემიშრეს,დახატე გული,უხმაურო და თან ჟღერადი..
დედის მკლავები დამიხატე,როგორ მეხვევა,როგორ მიყუჩებს ყველა ტკივილს მისი ალერსი,დახატე სულში ამოსული თეთრი ენძელადა დამიხატე სადმე გულთან დედის თვალები..
მსგავსად გულყვითელ გვირილების,ღიმილი ერთიდახატე..რადგან ტკივილები ასე დავფარო..დახატე ჩემი სალოცავი და ჩემი ღმერთიდა თავად ღმერთში ჩატეული დედის სამყარო..
დახატე ჩემი გაცრეცილი დღეების წყობა..დახატე სივრცე..უჰაერო..ფერით შავთეთრი..დამხატე სულში დამალული სულ ყველა გრძნობით,მაგრამ არასდროს არ დამხატო დედის გარეშე...

ByArt infoItaly
9