თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი 2023

10
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი მე-15 საიუბილეო სეზონისთვის ემზადება. 22 სექტემბრიდან- 18 ოქტომბრის ჩათვლით ფესტივალი: პოლონეთის, ლატვიის, ესპანეთის, ბელგიის, გერმანიის, უკრაინის დასებს მასპინძლობს.
პროექტის მიზანია მაყურებელთან ერთად აღმოაჩინოს ყველაფერი ახალი – ტექსტი, თეატრალური ფორმა, მსახიობი, მაყურებელი და შეიცნოს ჯერ კიდევ უცნობი კულტურა, ახალი და განსხვავებული მიდგომა ხელოვნებისა და სამყაროს მიმართ.
მნიშვნელოვანია, რომ საიუბელო თარიღს ფესტივალი განსაკუთრებულად ხვდება. წელს Tbilisi International Festival of Theatre 2023-ის ფარგლებში, საქართველოს ამერიკელი მსახიობი ჯონ მალკოვიჩი ეწვევა. 
მსახიობი გრიბოედოვის თეატრის სცენაზე 7 და 8 ოქტომბერს სპექტაკლ "ბამბის მინდვრების სიმარტოვეში" ითამაშებს, მისი სასცენო პარტნიორი იქნება ცნობილი ლიტველი მსახიობი ინგებორგა დაპკუნაიტე. 
"წლევანდელი პროგრამა ძალიან მრავალფეროვანია. სექტემბრიდან საშუალება გვექნება, მსოფლიოს ახალ ტენდენციებს ვადევნოთ თვალი. ვიხილავთ მაღალი ხარისხის სპექტაკლებს, გაჟღერდება ძალიან მაღალი დონის ესთეტიკური აქცენტები და ასევე გაჟღერდება პოლიტიკური მესიჯები. მაყურებელს ვიწვევთ, რომ ამ დისკუსიაში ჩაერთოს. დარწმუნებული ვარ, თბილისს ძალიან საინტერესო დღეები ელოდება." - რეჟისორი, დათა თავაძე. 
10