თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში ლეო ქიაჩელის მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა

5
ქართველი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, ლეო ქიაჩელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა. ქიაჩელის იუბილე მის მშობლიურ ქალაქში აღინიშნა -  ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს.
„საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე თამარ ბელქანია, წალენჯიხის ა(ა)იპ კულტურის ცენტრის თანამშრომლები, საზოგადოების წარმომადგენლები თბილისში, ლიტერატურის მუზეუმში იმყოფებოდნენ სადაც, მწერლის იუბილისადმი მიძღვნილი გამოფენა გაიხსნა. წალენჯიხის დელეგაციის წევრები შეხვდნენ მწერალთა კავშირის წარმომადგენლებს, ლიტერატორებს. სადაც ისაუბრეს მწერლის შემოქმედებაზე, მის ღვაწლზე.
გამოფენაზე წარმოდგენილია მწერლის ბიოგრაფიისა და შემოქმედების ამსახველი ფოტოები, უნიკალური გამოცემები, ნაწარმოებების ილუსტრაციები. ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე ლეო ქიაჩელი ( ლეონ მიხეილის ძე შენგელაია) 1884 წელს სოფელ ობუჯში დაიბადა. აქვე გადაწყდა, რომ უახლოეს მომავალში წალენჯიხაში იდენტური გამოფენა გაიმართება“ – ნათქვამია წალენჯიხის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
(R)
5