თევზის წარმოების სტრუქტურა რეგიონების მიხედვით, 2020 წელი 👇
2020 წელს აკვაკულტურის მეურნეობებში წარმოებული თევზი წინა წელთან შედარებით 16.0 პროცენტით შემცირდა და 2 071.5 ტონა შეადგინა. ორაგულისებრთა წარმოება 1 155.2 ტონა იყო, რაც 13.8 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებლს. კობრისებრთა წარმოება 17.2 პროცენტით შემცირდა და 838.4 ტონას შეადგინა. წინა პერიოდთან შედარებით 38.2 პროცენტით შემცირდა ზუთხისებრთა წარმოება და 60.1 ტონით განისაზღვრა. ლოქოსებრთა წარმოებამ 17.5 ტონა შეადგინა, რაც 22.4 პროცენტით აღემატება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ორაგულისებრთა წარმოებაში 98.1 პროცენტით ცისარტყელა კალმახია წარმოდგენილი. კობრისებრთა წარმოებაში კი 42.9 პროცენტი მოდის კობრისა და სარკისებური კობრის, 43.0 პროცენტი თეთრი და ჭრელი სქელშუბლას და 13.6 პროცენტი თეთრი ამურის წარმოებაზე.
2020 წელს თევზის წარმოების მიხედვით ლიდერობს კახეთი, რომელზეც მოდის ქვეყანაში წარმოებული თევზის 32.2 პროცენტი. სტრუქტურაში მეორე ადგილს იკავებს შიდა ქართლი - 31.4 პროცენტით, მესამე ადგილზეა გურია - 11.1 პროცენტით, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე ჯამურად ქვეყანაში წარმოებული თევზის 25.3 პროცენტი მოდის.
#ციფრულისოფელი #მეთევზეობა #სოფლისმეურნეობა
ამავე თემაზე :