თეთრი ჯუჯა ვარსკვლავი კრისტალიზაციის ეპოქაში შედის და ’კოსმოსურ ალმასად’ გადაიქცევა

1
როდესაც გარკვეული ტიპის მკვდარი ვარსკვლავი ცივდება, იწყებს თანდათან გამყარებას და კრისტალდება 💎
✦ ასტრონომებმა, ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში, აღმოაჩინეს თეთრი ჯუჯა, რომელიც ძირითადად შედგება ნახშირბადისა და მეტალური ჟანგბადისგან, ჩვენგან სულ რაღაც 104 სინათლის წლის მანძილზე.
მისი ტემპერატურისა და მასის მონაცემებზე დაყრდნობით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ვარსკვლავის ცენტრი იქცევა მკვრივ, მყარ, კოსმოსურ ალმასად.
კრისტალიზებული ნახშირბადი და ჟანგბადი.
სამყაროში ყველაფერი იცვლება.
ყოველი ვარსკვლავი, რომელთაც ცაში ვხედავთ, ანათებს თერმობირთვული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი შუქით.
ერთ დღეს, მათი საწვავი ამოიწურება და გადაიქცევიან რაღაც ახალ სხეულად.
ვარსკვლავების უმრავლესობისთვის, ჩვენი მზის და მათი ჩათვლით, რომლებიც რვაჯერ აღემატებიან მზის მასას, ეს "რაღაც ახალი" არის თეთრი ჯუჯა.
როდესაც საწვავი ამოიწურება, ვარსკვლავის გარე მასალა გამოიდევნება კოსმოსში და დარჩენილი ბირთვი, რომელიც აღარ არის მხარდაჭერილი თერმობირთვული რეაქციის შედეგად წარმოქმნილი გარე წნევისგან, დაიშლება და დედამიწის ან ჩვენი მთვარის ზომის სუპერ მკვრივ ობიექტად გადაიქცევა, მაგრამ 1.4 მზის მასა ექნება.
თეთრ ჯუჯა ვარსკვლავებში მატერია ძალიან შეკუმშულია, მის შემდგომ დაშლას კი ხელს უშლის ელექტრონების დეგენერაციული წნევა.
არც ერთი ელექტრონი უნდა იყოს იდენტურ მდგომარეობაში და ეს თეთრ ჯუჯას ხელს უშლის კიდევ უფრო მკვრივი გახდეს, როგორც ნეიტრონული ვარსკვლავების ან შავი ხვრელების შემთხვევაში.
თეთრი ჯუჯები ძალიან მქრქალია, თუმცა ნარჩენი სითბოთი მაინც ანათებენ.
ისინი დროთა განმავლობაში გაცივდებიან და მოსალოდნელია, რომ გადაიქცევიან შავ ჯუჯებად, როდესაც დაკარგავენ მთელ სითბოს და გახდებიან კრისტალიზებული ნახშირბადის ცივი ლოდები.
გამოთვლების თანახმად, ამ პროცესის წარმართვას (თეთრი ჯუჯის შავ ჯუჯად გადაქცევას) ძალიან დიდი დრო სჭირდება, დაახლოებით კვადრილიონი წელი (მილიონი მილიარდი წელი);
ვინაიდან, სამყარო მხოლოდ 13.8 მილიარდი წლისაა, არ უნდა ველოდოთ, რომ შავ ჯუჯას უახლოეს მომავალში აღმოვაჩენთ.
რისი გაკეთებაც შეგვიძლია არის ის, რომ კრისტალიზაციის ნიშნების იდენტიფიცირება მოვახდინოთ, რაც იწყება თეთრი ჯუჯების ბირთვებში, რომლებსაც ჩვენ გარშემო ვხედავთ.
კრისტალიზაციის დროს, თეთრი ჯუჯის შიგნით, ნახშირბადისა და ჟანგბადის ატომები წყვეტენ თავისუფლად მოძრაობას და ქმნიან ბმებს, რომლებიც ალმასის ბადეებად ლაგდებიან.
ეს ათავისუფლებს ენერგიას, რომელიც სითბოს სახით იფანტება.
ეს ქმნის თეთრი ჯუჯების ერთგვარ შენელებას, რაც იკვეთება ვარსკვლავის ფერიდან და სიკაშკაშიდან, რაც მას უფრო ახალგაზრდად აჩენს, ვიდრე სინამდვილეშია.
ბოლო წლებში, Gaia-ს მისიის მიერ შედგენილი ვარსკვლავური რუკების მაღალი სიზუსტის წყალობით, ახლა უფრო მარტივად და უფრო მეტი თავდაჯერებულობით შეგვიძლია ამოვიცნოთ კრისტალიზებული თეთრი ჯუჯები.
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.
1