თეონა გოგოხია-ფახულანის მაჟორიტარად-უკეთესი მმართველობისთვის

2
ფახულანში ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებასთან ერთად, სულ უფრო აქტუალური ხდება ერთ-ერთი დამოუკიდებელი კანდიდატის – თეონა გოგოხიას პერსონა, რომლის კანდიდატურამ საზოგადოების მნიშვნელოვან ნაწილში მოლოდინებისა და ინტერესის ახალი ტალღა გააჩინა.
გოგოხია არ წარმოადგენს არც ერთ პოლიტიკურ პარტიას. მისი განცხადებით, სწორედ ამით ცდილობს მკაფიო ხაზის გავლებას არსებულ პოლიტიკურ სპექტრსა და ადგილობრივი მოსახლეობის რეალურ საჭიროებებს შორის.
მე არ ვარ პარტიის ინტერესების გამტარებელი – მე ვარ ფახულანელი ხალხის წარმომადგენელი. ჩემი მიზანია, მოქალაქის ხმა არ დაიკარგოს გადაწყვეტილების მიღების პროცესში“– აცხადებს თეონა გოგოხია
კანდიდატი აქცენტს აკეთებს მოსახლეობის ყოველდღიურ პრობლემებზე – ინფრასტრუქტურული სირთულეებიდან დაწყებული, სოციალურ და ეკონომიკურ გამოწვევებამდე.
მისი კამპანიის ძირითადი პრიორიტეტებია:
ადგილობრივი გზების რეაბილიტაცია და ტრანსპორტის ხელმისაწვდომობა,
სოციალურად დაუცველი ოჯახების მხარდაჭერა,
ახალგაზრდებისთვის განათლებასა და დასაქმებაზე ხელშეწყობა,
გარემოს დაცვა,
მუნიციპალური გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფა
ჩემი მიზანია, სოფლის მაცხოვრებელმა იგრძნოს, რომ მასთან მუდმივი და ცოცხალი კონტაქტი აქვს საკუთარ მმართველ ორგანოს. ეს არ უნდა იყოს მხოლოდ წინასაარჩევნო დაპირება – ეს უნდა გახდეს მმართველობის სტილი“- აღნიშნავს გოგოხია
იგი თვლის, რომ პოლიტიკური სპექტრი ხშირად გადატვირთულია დაპირებებით, რომლებიც ხალხის ინტერესებს სცდება.
დამოუკიდებლობა ჩემთვის ნიშნავს თავისუფლებას, იმოქმედო სინდისით და მხოლოდ მოქალაქეზე ორიენტირებულად. ეს არ არის მარტივი გზა, მაგრამ ეს არის სწორი გზა“– ამბობს ის.
მისი სიტყვებით, გამარჯვება არ იქნება მხოლოდ ინდივიდუალური წარმატება – ეს იქნება სიმბოლური გამარჯვება იმ დამოკიდებულების, რომ დემოკრატია იწყება ადგილიდან და მმართველობა უნდა ეფუძნებოდეს ხალხთან პირდაპირ ურთიერთობას.
ფახულანელებისთვის ეს არჩევნები შესაძლოა აღმოჩნდეს არჩევანი არა მხოლოდ კონკრეტულ კანდიდატსა და პარტიას შორის, არამედ არჩევანი მმართველობის ახალი სტილისა და დემოკრატიული განვითარების მიმართულებით.
The article was prepared by Tsotne Shonia within the framework of the election campaign
8 september, 2025 
2