⬇️თოლია ჯონათან ლივინგსტონი❤️ ზღვარი არ არსებობს არა ჯონათან?..✨

8
ყველა ადამიანში არის თოლია, სახელად ჯონათან ლივინგსტონი.მთავარია საკუთარ თავში ჯონათანი ვიპოვოთ, ჯონათანი რომელიც რწმენის, ინდივიდუალიზმის და სიმამაცის სიმბოლოა.
ერთადერთი ჭეშმარიტი კანონი ისაა, რომელსაც თავისუფლებისკენ მივყავართ."თუ შეიძლება, წარმოიდგინეთ რამდენი ცხოვრება უნდა გავიაროთ ვიდრე პირველად მოგვივა თავში , რომ არსებობს კიდევ სხვა ცხოვრება , ჭამის , ჩხუბის და პირველობისათვის ბრძოლის გარდა? ათასი ცხოვრება უნდა გავიაროთ , ათი ათასი ! მერე კიდევ ასი ცხოვრება , ვიდრე იმის სწავლას შევუდგებით , რომ არსებობს ისეთი რამ , როგორიცა სრულქმნილება ; შემდეგ კიდევ ასი ცხოვრება იმის მისახვედრად , რომ ჩვენი ცხოვრების მიზანია ამ სრულქმნილების პოვნა და გამოვლენაა.
რიჩარდ ბახის მოთხრობა , , თოლია ჯონათან ლივინგსტონი’’ იმ ლიტერატურის ნაწილია , რომელმაც მეოცე საუკუნეში გადატრიალება მოახდინა ადამიანის ცნობიერებაში. ამ წიგნმა ადამიანებს დაანახა, რომ მიზანსწრაფვით, ნებისყოფით, თავისუფლების წყურვილით და მისთვის ბრძოლით შესაძლებელია განვითარება და სრულყოფილებამდე მიღწევაც კი. დაანახა, რომ ამქვეყნად ყველაზე მნიშვნელოვანი ღირებულება თავისუფლებაა და ღირს ბრძოლა მის მოსაპოვებლად.
8