11 თებერვალს E.A Shared Space-ში თორნიკე ჭაფოძის სოლო გამოფენა იხსნება. "ყვავილები და პორტრეტები"-ასეთია ხელოვანის ნამუშევრების კრებულს, სადაც გრავიურები, რკინის ქლორიდით შესრულებული ნამუშევრები და აკვარელის მხატვრობა შევა.
"ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)" თორნიკე ჭაფოძის პირველი პერსონალური გამოფენაა გალერეაში და ბოლო დეკადაში. გამოფენა კრავს 2022 – 2019 წ.წ.
თბილისის სამხატვრო აკადემიაში სწავლის დასრულების შემდეგ, ჭაფოძის პრაქტიკა ფერწერიდან იღებს სათავეს. თუმცა, მას უმუშავია სხვადასხვა მედიუმში, როგორიცაა ქანდაკება და ინსტალაცია. "ყვავილები და პორტრეტები (გრავურები)" მნიშვნელოვნად ემიჯნება ხელოვანის სკულპტურულ ეტაპს, თუმცა სამ-განზომილებიანი ხელოვნების მიმართ ინტერესი ამ გამოფენაშიც იჩენს თავს.
გრავურისადმი მიბრუნებისას, ამ ტრადიციულ პრაქტიკას ჭაფოძე ახალ, ექსპერიმენტულ განზომილებას ჰმატებს. მუშაობს რა ძირითადად ორი ტექნიკით, როგორიცაა: გრავურა მეტალზე, იგივე ოფორტი და გრავურა ხეზე, იგივე ქსილოგრაფია, ჭაფოძე აკვარელისთვის დამახასიათებელ ფლუიდურ წყლოვანობას თარგმნის გრავურისათვის დამახასიათებელი ხაზობრიობის და გრაფიკულ ენაზე. მისი გრავურები განსაკუთრებული ფერწერულობით გამოირჩევა, სადაც ფორმას და შინაარს თანაბარი ადგილი უჭარვს. ნამუშევრები დაბეჭდილია ხელოვანის მიერ სახელოსნოში წარმოებულ ქაღალდზე.
წყარო: E.A Shared Space