თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი მიწისძვრების მსხველთა ხსოვნას

1
23 აპრილს, მუსლიმების წმინდა თვე რამადანის დასრულებასთან დაკავშირებით, თურქეთში პატივი მიაგეს ორი თვის წინ მომხდარი გამანადგურებელი მიწისძვრების მსხველთა ხსოვნას. მიწისძვრით დანგრეული ქალაქის, კარამანმარასის მახლობლად მდებარე სასაფლაოზე მოსახლეობამ ყვავილები დარგო სტიქიური უბედურების შედეგად დაღუპული ნათესავების საფლავებზე. ბავშვების საფლავები სათამაშოებითა და ტკბილეულით მორთეს. 6 თებერვალს სამხრეთ თურქეთისა და ჩრდილოეთ სირიის რეგიონებს 7, 7 და 7, 6 მაგიტუდის ორი მიწისძვრა დაატყდა თავს. საერთო ჯამში ორივე ქვეყანაში დაიღუპა 57 ათასზე მეტი ადამიანი. მარტო თურქეთში ორ მილიონამდე ადამიანი დარჩა უსახლკაროდ.
1