⬇️თუ ვისწავლით ჩვენი ფიქრების შინაარსის მართვას,ვისწავლით საკუთარი ემოციების მართვასაც..

Bysofia telauridzeGeorgia9 Jan, 2022
11
ჩვენ ცუდად ვართ ჩვენი ფიქრების გამო და ასევე კარგად ვგრძნობთ თავს ჩვენი ფიქრების შინაარსიდან გამომდინარე.შესაბამისად თუ ვისწავლით ჩვენი ფიქრების შინაარსის მართვას, ვისწავლით საკუთარი ემოციების მართვასაც.
რეალობას განსაზღვრავს შენი განცდები და შენ თავთან კომუნიკაცია.შენ შეგიძლია, დილას გაიღვიძო და თქვა, რომ ძალიან უბედური ხარ, მეორე ვარიანტია, სხვანაირად ააწყო ეს სტრუქტურა.მერწმუნეთ, მთავარია, შეცდომის არ უნდა გეშინოდეს. ის ადამიანი, ვისაც შეცდომის ეშინია, ერთ ადგილზე იყინება და იმასაც ვერ იგებს, მარჯვნივ სჯობდა წასვლა თუ -მარცხნივ. თუ ასეთი ალტერნატივა დადგება-წადი, ოღონდ მერე უნდა აღიარო, რომ შეცდომა იყო.რა პრობლემაა? თქვენი შეცდომები ცხოვრებაში უფრო კარგად გამახსოვრდებათ, ვიდრე სწორი ნაბიჯები.ერთ ადგილას ჯდომა ყველაზე ცუდია.
ჩვენ რითი ვართ განსხვავებულები? უმთავრესად სამყაროს მიმართ გარკვეული ხედვით, აღქმით, დავარქვათ ამას , , ცხოვრების კონცეფცია’’. მე ჩემი კონცეფცია მაქვს, თქვენ-თქვენი, ეს არის სხვაობა.რასაც მე გთავაზობთ, ესეც კონცეფციაა.სულ არ მაქვს პრეტენზია, რომ ეს შეჭმარიტებაა.უბრალოდ, მე გეუბნებით, რომ თუ ამ კონცეფციით ცხოვრობ, გაცილებით კარგად ხარ, ამას არც ფინანსები სჭირდება და არც არაფერი. მე თუ მარტო მილიონი მაბედნიერებს, უფრო უბედური ვარ, რადგან მილიონი სანამ არ მექნება, ბედნიერი ვერ ვიქნები მაგრამ თუ ვისწავლი პატარა რაღაცით ბედნიერებას, ეს უკვე სხვა საქმეა..
ზურა მხეიძე✨❤️
Bysofia telauridzeGeorgia9 Jan, 2022
11