თუ რატომ უყვარს მკითხველს გოდერძი ჩოხელი

13
კაცი რომელმაც ადამიანთა სევდა ყველაზე კარგად იცოდა.რატომ უყვარს მკითხველს ასე ძალიან გოდერძი ჩოხელის ლიტერატურული სამყარო? მრავალი მიზეზი შეიძლება დავასახელოთ - ახლობელი, მართალი, გულწრფელი, ტკივილიანი. ეს წიგნები ადამიანად ყოფნის გადარჩენაზეა, საკუთარი თავის და რაღაც საკრალურის, მარადიულის რწმენაზე.თქვენი მეუღლე რას საქმიანობს? - ნინო? ნინო ჩემს დარდებს უძლებს..." - გოდერძი ჩოხელის ნინო ამბობდა, იყო კაცი, რომელიც ყოველთვის იმას ამბობდა და წერდა, რასაც ფიქრობდა, არასდროს იტყუებოდა, სიბრძნე ეტყობოდა. როგორ არ დაეყრდნობოდი კაცს, რომელმაც 25 წლისამ "ადამიანთა სევდა" დაწერა და... მისი დავიჯერე. ნელ-ნელა საოცრად შეიცვალა, ბავშვივით უსუსური გახდა, სუსტი, სრულად მომენდო... იცი, თვითონაც როგორ წუხდა, ეს რა დღეში ჩაგაგდეთო? ბავშვებზეც ნერვიულობდა, მაგრამ მის მიტოვებაზე არასდროს მიფიქრია. ბავშვებსაც უსაზღვროდ უყვარდათ და მათი სიყვარული ისეთი იყო, მიუხედავად სტრესისა, არასდროს უთხოვიათ, აქედან წაგვიყვანეო. უფროსი, ლუკა ახლაც ამბობს ხოლმე: ოღონდ ცოცხალი იყოს მამა, თუნდაც ლოგინად ჩავარდნილი და თვითონ მოვუვლიდი, ოღონდაც იყოსო... პ.ს. ერთხელ ლოგინად ჩავარდნილ გოდერძი ჩოხელს მეგობრისთვის უთქვამს: იცი, რა ლამაზი იყო ნინო? - რომ იცინოდა, სულ "გაზაფხულები" სცვიოდა. ჩემი ავადმყოფობით ჩავუქრე ეს თვალებიო.
13