„თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდებით რუსულ ჭაობში“ - ივანე ბურდული (ვიდეო)

4
 „თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ჩვენ აღმოვჩნდებით რუსულ ჭაობში“ - ივანე ბურდული
"წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთადერთი მუნიციპალიტეტია, რომელიც სრულად და განუხრელად იცავს კონსტიტუციის 78-ე მუხლს“, - აცხადებს წალენჯიხის მერის მოდგილე ივანე ბურდული.
მისივე თქმით, წალენჯიხა ერთადეთი მუნიციპალიტეტია, სადაც საუბრები იმართება მოსახლეობასთან.
„ვცდილობთ, მოსახლეობას ავუხსნათ, თუ რა საფრთხეების შემცველია ხელისუფლების მხრიდან რუსული კანონის მიღება და რა სიკეთეებს დაკარგავენ მუნიციპალიტეტები, თუკი ეს კანონი იქნება მიღებული.
ხალხს ვაწვდით ინფორმაციას, რა სფეროებია დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, ევროკავშირისა და აშშ-ს მხრიდან. ჯანდაცვა, განათლება, კულტურა, სპორტი, დაცული ტერიტორიები, ეკლესია-მონასტრები და სხვა მრავალი არის სწორედ ამ არასამთავრობო, დონორების,
ჩვენი მეგობრებისა და სტრატეგიული პარტნიორი ორგანიზაციების მიერ საქართველოში და ეს სიკეთეები თითოეულ ოჯახშია შესული.
თუ რუსული კანონი იქნება მიღებული, ეს სიკეთეები შესაძლოა, ხვალ და ზეგ აღარ იყოს და ჩვენ აღმოვჩნდეთ რუსულ ჭაობში. არა რუსეთს!“ -აღნიშნა ივანე ბურდულმა.
„დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს“ - თამარ ბელქანია რუსულ კანონზე
"ჩვენი შვილები აუცილებლად გვკითხავენ, რას ვაკეთებდით მაშინ, როდესაც ამ კანონის მიღება და ინიცირება ხდებოდა და ძალიან რთული იქნება, მათ თვალებში ჩავხედოთ და ავუხსნათ, რა მოხდა, “ - ამბობს წალენჯიხის მერის მოდგილე თამარ ბელაქანია და დასძენს, რომ აქ იმაზე მეტზე საუბარი, ვიდრე ერთი საჯარო მოხელის სამსახურია.
„არსებობს უზენაესი სამსახური და ეს არის ქვეყნის სამსახურში ყოფნა და იმ ადამიანების წინაშე პასუხისმგევლობა, რომლებიც შეეწირნენ ქართულ სახელმწიფოს მშენებლობას. დღეს სამშობლო განსაცდელშია და საჭიროა სამოქალაქო თვითშეგნება, რომ დავდგეთ ჩვენი შვილების და ისტორიისთვისაც ნათელ მხარეს და ეს ნათელი მხარე არის ქართული სახელმწიფოს დამოუკიდებლობა და დამოუკიდებლად გადაწყვეტა, რა კანონი სურს ხალხს და ვისთან სურს, რომ ჰქონდეს რაიმე ტიპის ხელშეკრულება გაფორმებული, რათა აგენტები არ ვეძახოთ ერთმანეთს, ანუ რაც წალენჯიხის მუნიციპალიტეტსა და სართოდ, სახელმწიფოში არის გაკეთებული, ყველაფერი ჩვენი ევროპელი პარტნიორების თანადგომითაა. ჩვენ საზღვრისპირა მუნიციპალიტეტი ვართ და განსაკუთრებით გვმართებს სახელმწიფოებრივი პოზიცია. არა რუსულ კანონს, ჩვენი ისტორიული მოცემულობა თავისუფალ საზოგადოებში თავისუფალ ქვეყნებთან თანამეგობრობაა" - ამბობს თამარ ბელქანია.
ინფორმაციას წალენჯიხის მერია ავრცელებს
4