თქვენთვის

0
ნიკოზე, Feedc-ზე და მის გენიალურ გუნდზე, ძველი ბლოგერისგან.
ჩვენ თქვენთვის ვქმნიდით, ვფიქრობდით და ვწერდით.
ნიკოს იდეაზე ყოველდღე მუშაობდნენ ჩვენი მეგობრები, ფიქრობდნენ, ცდილობდნენ რაღაც ახალი, ინოვაციური შემოეთავაზებინათ.
გამარჯობა,
მე მარიამ თოფურია ვარ, ინტერიერის დიზაინერი, ერთი წლის წინ მე აქ ბლოგერი ვიყავი 🤍
რაზე მოგიყვეთ? 
ემოციებზე, რომლებმაც გაგვანადგურა? ისედაც იცით, თქვენც ჩემსავით ხართ, ყველა ვინც არ იცნობდით, თქვენც ჩემსავით განიცადეთ ამ სინათლის სხივის ჩაქრობა.
როცა რაღაც მაწუხებდა ყოველთვის ვწერდი, აქ პირველად სოხუმზე დავწერე დაახლოებით ორი წლის წინ.
დღეს და ყოველდღე თქვენთან ერთად ვეცდები ნიკოს იდეა გავაგრძელო.
ბავშვობაში ვკითხულობდი წიგნებს გენიალურ ადამიანებზე და მათ საოცარ იდეებზე, ადამიანები მიდიან, თუმცა არის რაღაც, რაც რჩება და რაც სხვა ადამიანებში გრძელდება.
ნიკოს იდეა ჩვენთან გრძელდება და გაგრძელდება ბოლოდე სანამ ჩვენც არ ჩაგვაქრობენ. ჩვენი ჩაქრობა კიდევ ასეთი მარტივი არაა. იმიტომ, რომ ბევრნი ვართ.
ეს ბლოგი იდეაზეა, რომელმაც ადამიანები უკეთესი გახადა და რომელმაც ჩვენი ცხოვრება შეცვალა.
ახლა დროა ამ იდეას ჩვენ მოვუფრთხილდეთ.
0