"აწი, ბატონებო, თქვენს ხელთ არის ბედი ამ ჩვენ ქარცეცხლში გამოტარებული ავლა - დიდებისა. ვერ ვიტყვით, რომ სრულიად უზრუნველი, დაზღვეული იყოს ეს თავისუფლება მოსალოდნელ საშიშროებისაგან..." საქართველოს დამფუძნებელი კრების პირველი საზეიმო სხდომა 1919 წლის 12 მარტს, 12 საათსა და 10 წუთზე თბილისში, დამფუძნებელი კრების სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა. კრებაზე სიტყვა სხდომის უხუცესმა წევრმა სილიბისტრო ჯიბლაძემ წარმოთქვა.