პირველი ქართული ლირიკული ოპერა, “თქმულება შოთა რუსთაველზე”, ცნობილ ქართველ კომპოზიტორს დიმიტრი არაყიშვილს ეკუთვნის. ოპერის პრემიერა 1919 წლის 5 თებერვალს გაიმართა. არაყიშვილის ოპერის შინაარსი აღებულია ერთ-ერთი სვანური ლეგენდიდან.
თებერვლის თვეში საზოგადოების წინაწე ასევე წარდგინეს ზაქარია ფალიაშვილის „აბესალომ და ეთერი“, ხოლო დეკემბერში ვიქტორ დოლიძის „ქეთო და კოტე”. სამივე ოპერამ გამოსვლისთანავე დიდი პოპულარობა მოიპოვა და ქართული საოპერო ხელოვნების განვითარებას საფუძველი ჩაუყარა.