იაპონიაში, ქალაქ ,,ცოცხალი ლაბორატორიის’’ მშენებლობა სრულდება

4
"ტოიოტას" Woven City იმუშავებს სუფთა ენერგიაზე, აღჭურვილი იქნება ხელოვნური ინტელექტით, რობოტებითა და ავტონომიური ავტომობილებით 💫
✦ ფუძიამას პირას, იაპონური ავტომწარმოებელი Toyota ახალ ქალაქს აშენებს, რომელსაც Woven City ერქმევა.
ქალაქი აღწერილია, როგორც "ცოცხალი ლაბორატორია", რომლის კონცეფციაც შექმნილია იმის საკვლევად, თუ როგორ შეეძლებათ ქალაქების მაცხოვრებლებს იცხოვრონ ავტონომიურ ავტომობილებთან, რობოტებთან, სუფთა ენერგიასთან და ხელოვნურ ინტელექტთან ერთად.
ხშირად, ე.წ. ჭკვიანი ქალაქები მხოლოდ უაზრო აჟიოტაჟი და პიარია, შესაბამისად პროგრესს ვერ აღწევენ, რასაც ვერ ვიტყვით Woven City-ზე.
IFLScience-ს თანახმად, ქალაქის მშენებლობა 2021 წლის დასაწყისში დაიწყო და სავარაუდოდ 2024 წლის ზაფხულში დასრულდება.
"ტოიოტა" იმედოვნებს, რომ 2025 წლისთვის ქალაქი დაიწყებს "საჩვენებელ ტესტირებას", რაც მოიცავს "ჭკვიანი ლოგისტიკისა" და მომდევნო თაობის დისტანციური საკომუნიკაციო ტექნოლოგიების დანერგვას, რაშიც იგულისხმება სმარტფონის აპლიკაციების შემუშავება, რომლებიც პირდაპირ იქნებიან დაკავშირებული კურიერ რობოტებთან.
ხოლო, ქალაქის სახლებში რობოტებისა და სენსორებზე დაფუძნებული ხელოვნური ინტელექტის გამოყენება იგეგმება, რათა შესრულდეს ყოველდღიური საქმეები, როგორებიცაა მაცივრის ავტომატურად შევსება და ნაგვის გატანა.
Toyota განმარტავს, რომ ქალაქში თავდაპირველად იცხოვრებს დაახლოებით 360 ადამიანი, ძირითადად ხანშიშესული ადამიანები და ოჯახები, მაგრამ იგეგმება მოსახლეობის თანდათან გაზრდა, დაახლოებით 2000 ადამიანამდე.
მაცხოვრებლებს შორის იქნებიან კომპანიის თანამშრომლები, ტექნიკოსები და მკვლევრები, რომლებიც ზედამხედველობას გაუწევენ ქალაქს და განავითარებენ ტექნოლოგიებს.
» „თუ არ იცოდით, "ტოიოტა" თავდაპირველად ტექსტილის მწარმოებელი იყო.
ჩვენ არ დაგვიწყია მანქანების მშენებლობით.
ახლა, ვიმედოვნებთ, რომ გამოვიყენებთ ჩვენს ტექნოლოგიებს ახალი ტიპის ქალაქის შესაქმნელად და ცხოვრებით ტკბობის ახალ გზას მოვნახავთ“,
- თქვა აკიო ტოიოდამ, საკიჩი ტოიოდას, ე.წ. "იაპონელი გამომგონებლების მეფის" შვილიშვილმა.
4