იაპონიის SLIM-ი მთვარის კიდევ ერთ კრიტიკულ ღამეს გადაურჩა

5
იაპონიის ჭკვიანმა დასაჯდომმა მოდულმა კიდევ ერთი გამყინვარება გადაიტანა - უკვე მეორედ ✌🏼
✦ SLIM-ი მთვარეზე იანვრის ბოლოს დაეშვა, რაც სხვა ციურ სხეულზე მაღალი სიზუსტით დაშვების პირველი შემთხვევა იყო.
სამწუხაროდ, იგი ზედაპირზე თავდაყირა დაეშვა, რამაც მთელი ოპერაცია გაართულა, თუმცა ტექნოლოგია საკმარისად ძლიერი გამოდგა იმისთვის, რომ ტემპერატურის უეცარი ვარდნები გადაეტანა და თანაც უკვე მეორედ.
როდესაც SLIM-ი 19 იანვარს თავდაყირა დაეშვა, მისი ეს პოზიცია ნიშნავდა იმას, რომ არ შეეძლო მზის პანელების გამოყენება ელექტროენერგიის გამოსამუშავებლად.
მიუხედავად იმისა, რომ ზოგადი ვითარება სამწუხარო იყო, SLIM-ი მაინც "სწორი" მიმართულებით იყო გადახრილი და ამ პოზიციამ მზეს მისი დამუხტვის საშუალება დაუტოვა.
თებერვალში, "სლიმის" მფლობელმა, იაპონიის კოსმოსურმა სააგენტომ განაცხადა, რომ მოდულმა მთვარის პირველი კრიტიკული ღამე წარმატებით გადაიტანა.
» „წუხელ, მივიღეთ პასუხი SLIM-ისგან, რომელიც ადასტურებს, რომ კოსმოსურმა ხომალდმა მთვარის ღამე მეორედ გადაიტანა! მზის პოზიციიდან გამომდინარე, აღჭურვილობა ჯერ კიდევ ცხელი იყო, ამიტომ ჩვენ მხოლოდ პეიზაჟის ჩვეულებრივი კადრები გადავიღეთ, ნავიგაციის კამერით,” - დაწერა JAXA-მ 𝕏-ზე, 28 მარტს.
,,მოპოვებული მონაცემების მიხედვით, ტემპერატურის ზოგიერთი სენსორი და გამოუყენებელი ბატარეა იწყებს გაფუჭებას, მაგრამ მოწყობილობების უმეტესობა, რომელიც მთვარის პირველი ღამისას გადარჩა, მეორე ღამის შემდეგაც განაგრძობენ მუშაობას!”
ვინაიდან, "სლიმი" მთვარის კრიტიკულ ღამეებს უძლებს, მას კიდევ ერთი 2-კვირიანი წყვდიადის გადატანა მოუწევს და იმედი ვიქონიოთ, რომ ისევ გადარჩება, თუმცა ასეც რომ არ მოხდეს, "სლიმმა" საკუთარი შესაძლებლობები უკვე დაამტკიცა.
5