იგრძენით სიმშვიდე? იგრძენით თავისუფლება ყველაფერ იმისგან, რაც კაცობრიობამ საკუთარ თავს დაუწესა და დამართა? 😇
დედამიწა, ღრუბლებით დაფარული ზედაპირი, პლანეტის საზღვარი, ბუნებრივი მეგზური და კოსმოსის დაუნდობელი წყვდიადი.
ამ ფოტოში ეს ყველაფერი ისე მშვიდად გამოიყურება...
არ ჩანს ადამიანების დაუოკებელი ახირებები, თითქოს არც ვარსებობთ, მაგრამ ამავდროულად რაოდენ მნიშვნელოვანი ვართ (ვერ იტყვით, რომ არ ვართ, მაშინ ლოგიკა უნდა გამოვრთოთ).
ხუთშაბათი, 2024 წლის 22 აგვისტო: ამ თვის "სუპერ ლურჯი მთვარე" თითქმის ყველა ქვეყნის ფოტოგრაფმა გადაიღო.
გადაიღეს დედამიწის მიღმა მყოფმა ადამიანებმაც და აი, შედეგიც.
სავსე მთვარე, ოქროს ბურთივითაა წყვდიადში ჩაკიდული და ფანტავს უსიცოცხლო "შავს", ამავდროულად დედამიწას აწონებს თავს, სიცოცხლით სავსე ბურთს.
ნეტა, იცოდეს და შეეძლოს იმის გააზრება, თუ რამდენი ადამიანის შთაგონებაა; რამდენი ადამიანის ფოტოკამერებია მისკენ მიმართული; რაოდენ ცნობილია და რაოდენ Icon-ი.
NASA-ს ცნობით, ეს ფოტო ISS-ის ბორტზე მყოფმა ასტრონავტებმა გადაიღეს, როდესაც სადგურმა ინდოეთის ოკეანის თავზე, მადაგასკარის სამხრეთით დაიწყო გადაფრენა.
დაე, იყოს ისეთივე მშვიდობა, როგორიც ამ ფოტოზეა! 💙