ილია II-ის ექიმი: დამაკმაყოფილებელია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა

0
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის პირადი ექიმი, ცისანა შარტავა აცხადებს, რომ ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. როგორც ექიმმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. „სავსებით დამაკმაყოფილებელი მდგომარეობაა, არანაირი სასწრაფო არასდროს არ ყოფილა გამოძახებული, ასეთი ფაქტი არ ყოფილა არცერთხელ. არასდროს დაგვჭირვებია სასწრაფოს გამოძახება, რაც მე ვიცი, 23 წლის მანძილზე. სტაბილურად გრძნობს თავს, მუდმივად არის კვალიფიციური ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ“, – განაცხადა ცისანა შარტავამ. ილია მეორის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას 22 აპრილს გამოეხმაურა საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძეც. „სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ჯანმრთელობის გაუარესების შესახებ გავრცელებული ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს“, - დაწერა დეკანოზმა სოციალურ ქსელ „ფეისბუქში“.  
0