აფხაზეთში, სოფელ ილორის შუაგულში, აღმართულია ილორის წმინდა გიორგის ეკლესია.ვახუშტი ბაგრატიონის ცნობით, „ზღვის კიდეზედ... არს ილორს ეკლესია წმინდის გიორგისა... უგუმბათო, მცირე, მდიდარი და შემკული“. ტაძარი აგებულია მე-11 საუკუნეში.ილორის წმინდა გიორგი შუასაუკუნეებში საქართველოს უმნიშვნელოვანეს სალოცავს წარმოადგენდა.ტაძარი მდიდარი იყო ქრისტიანული სიწმინდეებით.აქ ინახებოდა ოდიშის ეკლესია-მონასტრების საეკლესიო ნივთები, ბედიის ბარძიმი და სხვა საეკლესიო სიწმინდეები.ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის მთავარი საგანძურია წმინდა გიორგის ხატი...
2009 წლის 23 ნოემბერს, გიორგობის დღესასწაულის აღსანიშნავად საქართველოს ეროვნულმა ბანკმა გამოუშვა ილორის წმ.გიორგის ეკლესიისადმი მიძღვნილი 10 ლარის ნომინალის ვერცხლის სამახსოვრო მონეტა.
მადლობა ყურადღებისთვის!