ინდოეთის როვერი და დასაჯდომი მოდული ძილის რეჟიმზე გადავიდნენ

6
ინდოეთის მთვარის მისია ხანმოკლე ძილის რეჟიმშია 💤
• მისიის მთავარი მიზნების მიღწევისა და პირველი ეტაპის გამარჯვებით დასრულების შემდეგ, ინდური მთვარის როვერი და Chandrayaan-3-ს ლენდერი დამსახურებული ძილის რეჟიმში არიან.
როგორც Futurism-ი Space.com-ზე დაყრდნობით იტყობინება, Pragyaan როვერი და Vikram ლენდერი ოფიციალურად არიან "ხანმოკლე ძილის რეჟიმში" და ელოდებიან მზის ამოსვლას, რომელიც დაახლოებით ორ კვირაში იქნება.
ორივე მოწყობილობა მზის ენერგიით იკვებება და კოსმოსის კვლევის ინდოეთის ორგანიზაციამ (ISRO) შაბათს 𝕏-ზე გამოქვეყნებულ პოსტში თქვა, რომ როვერის ბატარეები სრულად დამუხტულია.
მიუხედავად ამისა, ISRO-მ, უსაფრთხოებიდან გამომდინარე, გადაწყვიტა გამოერთო და დაესვენებინა როვერი, რომელმაც 100 მეტრზე მეტი იმოგზაურა.
» ,,მზის პანელი ორიენტირებულია სინათლის მიღებაზე მზის მომდევნო ამოსვლისას, რომელიც მოსალოდნელია 2023 წლის 22 სექტემბერს", - წერს ISRO და აღნიშნავს, რომ როვერის ,,მიმღები კვლავ ჩართული რჩება".
,,იმედია, რომ წარმატებული გამოღვიძება იქნება, რათა შემდეგი დავალებების შესრულებას შეუდგეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, როვერი სამუდამოდ დარჩება იქ, როგორც ინდოეთის ელჩი მთვარეზე.”
• შეგახსენებთ, რომ ინდოეთი გახლავთ პირველი ქვეყანა, რომელმაც მთვარის დასაჯდომი მოდული და როვერი წარმატებით დაუშვა ჩვენი ბუნებრივი თანამგზავრის მანამდე ხელუხლებელ სამხრეთ პოლუსზე.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
6