ირანში, 22 წლის გოგონა, მაჰსა ამინი ჰიჯაბის არასწორი ტარების გამო მორალის პოლიციამ მოკლა.
მაჰსა, ოჯახთან ერთად, ირანის დასავლეთ პროვინცია, ქურთისტანიდან დედაქალაქ თეირანში ნათესავების მოსანახულებლად მიემგზავრებოდა. მგზავრობისას ის დააკავეს, ქვეყანაში ქალების ჩაცმულობასთან დაკავშირებით არსებული მკაცრი წესების დარღვევის გამო. მოწმეების ცნობით ის ფურგონში ჩასმამდე სცემეს, რის შემდეგაც გოგონას საავადმყოფოში გადაყვანა გახდა აუცილებელი. ზემოდხსენებულ ფაქტებს პოლიცია უარყოფს.
ამ ტრაგედიას, ირანის მიერ კანონების გამკაცრება უძღვოდა წინ. როგორც ვიცით, 1979 წელს მომხდარი ისლამური რევოლუციის შემდეგ, სახელმწიფო ქალებს ჰიჯაბის ტარებას ავალდებულებს. პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისმა რამდენიმე კვირის წინ ამ კანონის მკაცრი აღსრულება მოსთხოვა საზოგაოდებას.
დაკავებიდან რამდენიმე საათში, ამინი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში გადაიყვანეს. მოგვიანებით კი მისი სიკვდილი პოლიციამ გულის შეტევად შერაცხა. თუმცა ოჯახის ცნობით მას ჯანმრთელობის არანაირი პრობლემა არ ჰქონია.
ტრაგედიამ შეძრა სამყარო, დაიწყო როგორც ფიზიკური გამოსვლები და პროტესტი ასევე მედია კამპანია, სადაც ქალები მხარდაჭერის და გლოვის გამოსახატად თმას იჭრიან.
რა თქნა უნდა, პროტესტის ამგვარი გამოხატულებაც არ დარჩებოდა ხელისუფლების მიერ პასუხ გაუცემელი - ამჟამინდელი მონაცემებით აქციებზე სულ მცირე 6 ადამიანია მოკლული.