ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები საკმაოდ იშვიათია და მეცნიერებმა შესაძლოა გაარკვიეს თუ რატომ

4
სუპერგალაქტიკურ სიბრტყეზე, რომელზეც ჩვენ ვართ, არ არის ბევრი სპირალური გალაქტიკა, როგორიცაა ირმის ნახტომი.
ასტრონომები ფიქრობენ, რომ საბოლოოდ გაარკვიეს, თუ რატომ არის ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები იშვიათი 🌌🤔
• ირმის ნახტომის მსგავსი გალაქტიკები რატომღაც ძალიან ძნელი მოსაძებნია ჩვენს კოსმოსურ სამეზობლოში.
ახალი სუპერკომპიუტერის სიმულაციები კი ასტრონომებს მიზეზის გაგებაში დაეხმარა.
ირმის ნახტომი მდებარეობს მილიარდი სინათლის წლის მანძილზე გადაჭიმულ სუპერგალაქტიკურ სიბრტყეზე, გალაქტიკათა უზარმაზარ გროვაში (იგივე სუპერგროვა), მაგრამ ამ გიგანტურ სიბრტყეზე სხვა სპირალური გალაქტიკები საოცრად იშვიათია, მაშინ როცა ელიფსური გალაქტიკები უფრო გავრცელებულია.
ასტრონომები ვარაუდობენ, რომ სპირალური გალაქტიკების სიმცირე ხშირი გალაქტიკური შეჯახებების ძალადობრივი ისტორიის გამოა, რა დროსაც ჩვენი სამეზობლო ელიფსური გალაქტიკებით ივსებოდა, ამავდროულად, რაღაცნაირად შენარჩუნდა ჩვენი გალაქტიკაც.
LiveScience-ს თანახმად, ასტრონომებმა დასკვნები ჟურნალ
Nature Astronomy-ში 20 ნოემბერს გამოაქვეყნეს.
» ,,გალაქტიკების განაწილება სუპერგალაქტიკურ სიბრტყეზე მართლაც გასაოცარია", - თქვა კარლოს ფრენკმა, ფიზიკის პროფესორმა დიდ ბრიტანეთში, დარემის უნივერსიტეტში.
„ეს იშვიათი, მაგრამ არა სრული ანომალიაა: ჩვენი სიმულაციები ავლენენ გალაქტიკების წარმოქმნის დეტალებს, როგორებიცაა, გალაქტიკათა შეჯახების შედეგად, სპირალურების ელიფსურებად გადაქცევა“.
ადგილობრივი სუპერგროვა მასიური გალაქტიკების რამდენიმე კლასტერისგან შემდგარი სიბრტყეა, რომელშიც ათასობით გალაქტიკაა.
ამ კლასტერების გალაქტიკები ორ კატეგორიად იყოფა: ელიფსური გალაქტიკები, რომლებიც სავსეა უძველესი ვარსკვლავებითა და გიგანტური სუპერმასიური შავი ხვრელებით;
და სპირალური გალაქტიკები, როგორიც ჩვენია, მათ ცენტრებში უფრო პატარა სუპერმასიური შავი ხვრელებია, ხოლო ბევრი ახალგაზრდა ვარსკვლავი ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესშია.
თუმცა, მას შემდეგ, რაც ფრანგმა ასტრონომმა ჟერარ დე ვოკულორმა 1950-იან წლებში ეს სიბრტყე აღმოაჩინა, მეცნიერებმა იდუმალებით მოცული შეუსაბამობა შენიშნეს: სიბრტყე სავსე იყო კაშკაშა ელიფსური გალაქტიკებით, ხოლო სპირალური გალაქტიკები შესამჩნევად იშვიათი იყო.
ჩვენი კოსმოსური სამეზობლოს ევოლუციის შესასწავლად, ახალი კვლევის მეცნიერებმა სუპერკომპიუტერის სიმულირებას მიმართეს, რომელსაც SIBELIUS-ი ჰქვია.
ანუ, დაკვირვებადი გალაქტიკების ევოლუცია 13.8 მილიარდი წლით უკან, "დიდი აფეთქების" დასაწყისამდე გადაახვიეს და შექმნეს მოდელი, რომელიც ზუსტად ასახავს ამ სიბრტყის ევოლუციას.
სიმულაციებში მკვლევრებმა დაინახეს, რომ სუპერგალაქტიკური სიბრტყის მჭიდრო კლასტერებში სპირალური გალაქტიკები ხშირად ეჯახებოდნენ ერთმანეთს, იშლებოდნენ მათი მყიფე მკლავები და ფორმირდებოდნენ ელიფსურ გალაქტიკებად.
ამ პროცესმა ასევე უფრო მეტი მატერია გაისროლა გალაქტიკის სუპერმასიური შავი ხვრელის მიმართულებით, რამაც იგი კიდევ უფრო დიდი გახადა.
მეორეს მხრივ, სპირალური გალაქტიკები, რომლებიც აღმოჩენილი იქნა სიბრტყის შორეულ რეგიონებში, დიდწილად "კოსმოსური კონფლიქტის" მიღმა რჩებოდნენ, რაც მათ თავიანთი სტრუქტურების შენარჩუნების შესაძლებლობას აძლევდა.
ცხადია, ამ არეულობას ჩვენის მსგავსი სპირალური გალაქტიკების განვითარება არ შეუფერხებია.
ისინი (სპირალურები) უჩვეულოა, რადგან შეძლეს და თავიდან აიცილეს კატასტროფული მოვლენები.
Image: Gabriel Pérez Díaz, SMM (IAC)
4