ასეთი იტალიური გამოთქმა არსებობს
Parla come magni, რაც ნიშნავს ისაუბრე ისე, როგორც ჭამ. ეს ერთგვარი შეხსენებაა იმისა, რომ ისაუბრო ნებისმიერ დროს, ადგილას, ადამიანთან
თავისუფლად თქვა ის რასაც ფიქრობ, განიცდი. რაოდენ სხვისთვის მიუღებელი ან უშინაარსო უნდა იყოს თქვენი აზრი (ზოგადად ჩემი აზრით, ასეთი რამ არ არსებობს, რადგან ყველა აზრს თავისი ახსნა აქვს და თავისებურად თითოეული ადამიანის მოსაზრება არის მართალი) აუცილებლად თქვით ის, რაც სწორად მიგაჩნიათ, რაც პირადად თქვენთვის მისაღები და პრიორიტეტულია
აქვე ისმის კითხვა, თუ რატომ უნდა შეზღუდოთ საკუთარი სიტყვის თავისუფლება ვიღაცის გამო? ვინც არ აფასებს თქვენს მონდომებას, იდეას, აზრს და მოტივაციას გიკარგავთ, გიქრობთ სურვილს იმისას, რომ რაღაც შექმნათ და თქვენი სახელი დაარქვათ…ჯობს საკუთარი ცხოვრებიდან ამოშალოთ ისეთი ადამიანები, რომლებიც თქვენზე არაჯანსაღ გავლენას ახდენენ, გაკარგინებენ საკუთარ თავს, შესაძლებლობებს, იმ უნარებს, რომლებიც გაგაჩნიათ ირგვლივ ფანტავენ და ამასობაში თქვენი თვითშეფასება იკარგება, თითქოსდა ეს ადამიანები წოვენ მწარედ სხვების მონდომებას, შრომას, გარჯას და უკარგავენ მოტივაციას, რომელიც იდესღაც ჰქონდა…
ამ შემთხვევაში გაქცევა, მათი ამოშლა თქვენი ცხოვრებიდან ასეთი არაჯანსაღი ურთიერთობებისგან, ადამიანებისგან ყველაზე სწორი და მარტივი გამოსავალია იმისთვის, რომ საკუთარ თავს გაუფრთხილდე და არ დაკარგო ის
ასე, რომ ისაუბრეთ ისე, როგორც ჭამთ…ისეთი სიამოვნებით ისაუბრეთ, როგორც გემრიელ კერძს მიირთმევთ და აღუწერელი სიამის განცდით ივსებით…
თუ კი ოდესმე შეამჩნევთ თქვენს გარშემომყოფებში თქვენივე თავისუფალი სიტყვის დაკნინებას, შეზღუდვას მაშინვე იმოქმედეთ, დაიწყეთ საუბარი ისე, როგორც ჭამთ!