ისე, როგორც არასდროს, ახლა ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა

0
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიო გუტერეში საერთაშორისო საზოგადოებას ავღანელი ხალხის დასახმარებლად მოუწოდებს. ამის შესახებ ის სოციალურ ქსელ Twitter-ში წერს.
„ისე, როგორც არასდროს, ახლა ავღანელ ბავშვებს, ქალებსა და კაცებს სჭირდებათ მხარდაჭერა და საერთაშორისო საზოგადოების სოლიდარობა. 13 სექტემბერს ავღანეთისთვის, გავმართავ მაღალი დონის ჰუმანიტარულ კონფერენციას, რათა მხარი დავუჭიროთ დაფინანსების სწრაფ გაფართოებასა და მასზე სრულფასოვან და შეუზღუდავ წვდომას მათთვის, ვისაც ის სჭირდებათ“, - წერს გაერო-ს გენერალური მდივანი.
ანოტნიო გუტერეშმა ავღანელი ხალხის დასახმარებლად საერთაშორისო კონფერენციის გამართვის თაობაზე რამდენიმე დღის წინ განაცხადა. მისივე თქმით, კონფერენციის მიზანი ავღანეთისთვის ჰუმანიტარული დახმარების დაფინანსების სწრაფი გაზრდის ხელშეწყობაა.
0