ისლანდიაში მიმდინარე ვულკანური აქტივობა იმდენად მასშტაბური გახდა, რომ ლავა კოსმოსიდანაც გამოჩნდა

2
ისლანდიაში ამოფრქვეული ვულკანის (Fagradalsfjall) ლავის დანახვა კოსმოსიდანაც შესაძლებელია 🌋
• ვულკანი გასული წლის დეკემბრის შემდეგაა აქტიური, რის გამოც კურორტ Blue Lagoon-ისა და ქალაქ გრინდავიკის ევაკუირება გახდა აუცილებელი.
პერიოდული ამოფრქვევები ლანდშაფტს ცვლის:
სატელიტური სურათები ასევე გვიჩვენებენ გამყარებული ლავით დაფარულ ნაწილებს.
ისლანდია ევრაზიისა და ჩრდილოეთ ამერიკის ტექტონიკური ფირფიტების საზღვარზეა და 100-ზე მეტი ვულკანის სახლია, ხოლო 30 ამჟამადაა აქტიური.
მეცნიერები ამბობენ, რომ უახლოეს წლებსა და ათწლეულებში კიდევ უფრო მცირე და ხანმოკლე ამოფრქვევებია მოსალოდნელი.
ეს პროგნოზი კი შემაშფოთებელია, რადგან რეგიონი მჭიდროდ არის დასახლებული და თანაც არაერთი კრიტიკული ნაგებობაა განლაგებული.
ამრიგად, ისლანდია ვულკანური აქტივობის ახალ ეპოქაში გადადის, შედეგები კი ვერ იქნება წინასწარ ცნობილი.
სატელიტური გამოსახულებები ევროპის კოსმოსური სააგენტოს მიერაა მოპოვებული.
2