ბრიტანელი ფოტოგრაფი ჯეიმს კერვინი მოგზაურობასთან ერთად მიტოვებულ ადგილებს ეძებს და იღებს. ის საქართველოში რამდენჯერმე იმყოფებოდა. მან გადაიღო
წყალტუბოსა და
აფხაზეთის მიტოვებული ადგილები, ამჯერად კი თბილისის მიტოვებულ ადგილებს შემოგთავაზებთ, რომელზეც ბევრს არ სმენია.
ბორდ პანდაზე გამოქვეყნებულ ბლოგპოსტში კერვინი დასძენს, რომ რესტავრაციების მიუხედავად, თბილისში რამდენიმე ადგილი ხელუხლებელი დარჩა. ის დედაქალაქში მდებარე მიტოვებული და ავარიული შენობებიდან სხვადასხვა ფოტოებს გვიზიარებს, რომლებსაც ისტორიული ელფერი და იდუმალება ერთდროულად დაჰყვება.
საბაგიროს ყოფილი სადგური
რუსთაველის ქუჩა #52, მეცნიერებათა აკადემია, ფუნიკულიორის საბაგიროს სადგური.
ყოფილი სასტუმრო ლონდონი
ათონელის ქუჩა #31, მშრალ ხიდთან. შენობა 1875 წელს არის აშენებული.
ყოფილი კინოთეატრი აპოლო
კინოთეატრი დავით აღმაშენებლის ქუჩაზე, #135-ში მდებარეობს. ის 1909 წელს გაიხსნა.
კედელი ძველ თბილისში
ლადო ასათიანის ქუჩა #13.
უცნობი სახლი
გერონტი ქიქოძის ქუჩა, #9.
ლადო ასათიანის ქუჩა, #24-26.
გალაკტიონ ტაბიძის ქუჩა, #18.
მიტოვებული სომხური ეკლესიის შესასვლელი
სურფნიშანის ეკლესია, ვერცხლის ქუჩა.
"დარბაზი გამოიყენება, თუმცა ის ცუდ მდგომარეობაშია", — წერს ფოტოგრაფი
ავარიული შენობა
ჩიტაიას ქუჩა, #20.
📸: James Kerwin
წყარო: Bored Panda