ისტორიული შემთხვევა: პირველი პირდაპირი ეთერი მარსის ორბიტიდან

5
მარსის ფანებო, მოამზადეთ პოპკორნი🍿
• პირველი პირდაპირი ტრანსლაცია მარსის ორბიტიდან პარასკევს, 2 ივნისს არის დაგეგმილი.
ევროპის კოსმოსური სააგენტო (ESA) 1-საათიანი ტრანსლაციის მეშვეობით, მაყურებელს საშუალებას მისცემს გვერდიდან შეავლონ თვალი წითელ პლანეტას.
ESA-მ პირდაპირი ეთერი Mars Express-ის 20 წლის იუბილეს აღსანიშნავად დაგეგმა.
მათი მიმდინარე პროექტი ჩვენი უახლოესი პლანეტარული მეზობლის უფრო ღრმად შესწავლისთვისაა.
სურათებს, მარსის ორბიტერის კამერიდან, პირდაპირ დედამიწაზე მივიღებთ.
ვინაიდან, ეს მისია თითქმის ორი ათეული წელია მიმდინარეობს, ორბიტერის აღჭურვილობა ცოტათი მოძველდა.
პირდაპირი ეთერის გაშვების მცდელობა პირველია, ამიტომ გუნდი 100 პროცენტით არაა დარწმუნებული, რომ ყველაფერი გამოვა.
» „ეს არის ძველი კამერა საინჟინრო მიზნებისთვის, რომელიც დედამიწიდან თითქმის სამი მილიონი კილომეტრითაა დაშორებული - ის ჯერ არ გამოუცდიათ და მართალი გითხრათ, არ ვართ 100 პროცენტით დარწმუნებული, რომ იმუშავებს,“ - თქვა ჯეიმს გოდფრიმ, კოსმოსური ხომალდების ოპერაციების მენეჯერმა.
,,მაგრამ მე საკმაოდ ოპტიმისტი ვარ. ჩვეულებრივ, ჩვენ ვხედავთ მარსის სურათებს და ვიცით, რომ ისინი რამდენიმე დღით ადრეა გადაღებული. ძალიან მიხარია, რომ მარსს ისეთს დავინახავთ, როგორიც ახლაა - რაც შეიძლება ახლოს მარსულ „ახლასთან“ - დასძინა გოდფრიმ.
• მართალია, "ლაივი" იქნება, მაგრამ მცირე შეყოვნებით.
ეს კი იმიტომ, რომ სინათლეს მარსიდან დედამიწამდე დიდი მანძილის გავლა სჭირდება.
მანძილი დამოკიდებულია ორი პლანეტის ორბიტაზე, საშუალოდკი, დაახლოებით, 225 მილიონი კილომეტრია.
მარსის ორბიტიდან გადაღებულ სურათებსა და თქვენს ეკრანზე გამოჩენას შორის დრო იქნება დაახლოებით 18 წუთი.
სინათლეს მარსიდან დედამიწამდე მოსასვლელად ~17 წუთი დასჭირდება და კიდევ ერთი წუთი დედამიწაზე მავთულში გასავლელად და სერვერებამდე მისაღწევად.
რაც შეეხება პირდაპირ ეთერს, იგი ჩაინიშნება "მომავლის პოსტის" facebook გვერდზე, სადაც გაიგებთ ყველა დეტალს LIVE-ს შესახებ.
facebook | ჩვენი ვებგვერდი 🚀
5