"ეს ძალიან მოულოდნელი იყო" 🤔
✦ იუპიტერის გიგანტური წითელი ლაქა (გწლ) საკმარისად დიდია იმისთვის, რომ მთელი დედამიწა ჩაიტიოს - და, როგორც ჰაბლის მიერ მოპოვებულ ახალ გამოსახულებაზე ვხედავთ, ის ბევრად უფრო უცნაურია, ვიდრე ადრე ეგონათ.
Futurism-ის თანახმად, 2023 წლის დეკემბრიდან 2024 წლის მარტამდე, ჰაბლის კოსმოსური ტელესკოპი უფრო ახლოს დააკვირდა მასიურ და იდუმალ "ანტიციკლონს" და აღმოაჩინა, რომ არა მხოლოდ მისი ზომა იცვლება მუდმივად, არამედ, როგორც ჩანს, უშუალოდ ქარიშხალიც კი.
» „მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვიცოდით მისი მოძრაობა ოდნავ განსხვავდებოდა გრძედის მიხედვით, არ ველოდით, რომ მერყევ ზომებსაც ვიხილავდით“, - განმარტა ემი საიმონმა, "ნასადან".
,,როგორც ჩვენთვის ცნობილია, ეს ადრე არ იყო იდენტიფიცირებული.”
როგორც "ნასა" აღნიშნავს, ეს უზარმაზარი ქარიშხალი ყველაზე დიდია ჩვენს მზის სისტემაში.
1979 წელს კოსმოსურმა ხომალდმა „ვოიაჯერმა“ მისი დიამეტრი გაზომა და მოგვახსენა, რომ გწლ-ს დიამეტრი 23 335 კმ იყო, მაგრამ ჰაბლის უახლესი დაკვირვებით ვიგებთ, რომ მისი დიამეტრი 16 495 კმ-მდე შემცირდა.
» ,,ჰაბლის მიერ მოპოვებულ მაღალი გარჩევადობის სურათების მიხედვით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გწლ იკუმშება და იზრდება, როდესაც იგი სწრაფად და ნელა მოძრაობს.
ეს ძალიან მოულოდნელი იყო და ამჟამად ჰიდროდინამიური განმარტებაც არ არსებობს” - თქვა საიმონმა.
» „როგორც იგი ჩქარდება და ნელდება, გწლ უბიძგებს ქარიან ნაკადებს ჩრდილოეთითა და სამხრეთით“, - განმარტა მაიკ ვონგმა, ახალი კვლევის თანაავტორმა.
,,ეს ჰგავს სენდვიჩს, როდესაც პურის ნაჭრები იძულებული არიან ამოიბურცონ, რადგან შუაში ძალიან ბევრი მასაა."
ამ დროისთვის, გუნდი კვლავ იძიებს ლაქის უცნაური ქცევის შესაძლო ახსნას და შეგვიძლია დარწმუნებული ვიყოთ იმაში, რომ მკვლევართა გუნდი გწლ-ს უფრო სიღრმისეულად შეისწავლის.
შედეგები ასევე დაგვეხმარება გავუგოთ დედამიწის ქარიშხლებს.