იუპიტერის პოლარული ციალი ყველაზე კაშკაშაა ჩვენს მზის სისტემაში. 💫
იგი პლანეტის პოლუსებს ანათებს და ფარავს იმაზე დიდ ტერიტორიას, ვიდრე დედამიწის პოლარული ციალი.
მზის ქარითა და იოდან (იუპიტერის ერთ-ერთი ბუნებრივი თანამგზავრი) მომავალ დამუხტულ ნაწილაკებთან ერთად, ციალი იუპიტერის უზარმაზარი მაგნიტური ველითაც იკვებება.
"ჰაბლის" მიერ მოპოვებული სურათები (ერთ-ერთი თანდართულია) ციალის დინამიურ ბუნებასა და უნიკალურ სილამაზეს უსვამენ ხაზს.
დედამიწისა და იუპიტერის პოლარულ ციალებს შორის ერთი ძირითადი განსხვავებაა - იუპიტერზე ციალი წარმოიქმნება არა მხოლოდ მზის ქარის მეშვეობით (როგორც დედამიწის შემთხვევაში), არამედ პლანეტის მაგნიტოსფეროში არსებული ნაწილაკებისგან, რომლებიც ძირითადად იოდან მოემართებიან.
ეს იწვევს ბევრად უფრო მძლავრ და მდგრად ციალებს, ვიდრე დედამიწის ციალებია.
გარდა ამისა, იუპიტერის სწრაფი ბრუნვა კიდევ უფრო ააქტიურებს ნაწილაკებს, რაც უფრო დრამატულ და უწყვეტ აქტივობას ქმნის.
მოკლედ, თქვენ წინაშე იუპიტერის პოლარული შოუა. ⚡💫