ვენერა დედამიწის ტყუპისცალადაც ითვლება, რადგან მისი ზომა, შემადგენლობა და სიმკვრივე ძალიან ჰგავს ჩვენი პლანეტისას 🌍
• ტოქსიკური ნივთიერებებით გაჟღენთილი ღრუბლების მკვრივ, მახრჩობელა საფარში გახვეული ვენერას ზედაპირი, რბილად რომ ვთქვათ, მტრულადაა განწყობილი სიცოცხლის მიმართ.
და ეს ყოველივე სათბურის ეფექტის წყალობით, რომლის დროსაც ღრუბლები მზის სითბოს იჭერენ და არ უშვებენ უკან კოსმოსში.
ვენერას ზედაპირის საშუალო ტემპერატურა 464 გრადუსი ცელსიუსია, ატმოსფერული წნევა კი დედამიწის წნევაზე თითქმის 100-ჯერ მეტია.
1961-1984 წლებში, საბჭოთა კოსმოსურმა პროგრამამ, რომელსაც "ვენერა" ერქვა, დედამიწის მეზობელს 16 ზონდი გაუგზავნა და იყო პირველი პროგრამა, რომლის ფარგლებშიც ზონდი წარმატებით შევიდა სხვა პლანეტის ატმოსფეროში: მოწყობილობა Venera 3, 1966 წელს.
1970 წელს, Venera 7 გახდა პირველი ზონდი, რომელმაც რბილი დაშვება განახორციელა უცხო პლანეტის ზედაპირზე.
და მიუხედავად იმისა, რომ ვენერას რვა ზონდიდან ვერცერთმა იმუშავა ორ საათზე მეტხანს, "ვენერა" იყო პირველი პროგრამა, რომელმაც სხვა პლანეტიდან სურათები და ხმების ჩანაწერები მოგვაწოდა.
ხმები Venera 13-მა და Venera 14-მა ჩაწერეს, ხოლო Venera 9-მ, 10-მა, 13-მა და 14-მა გადაიღეს დასაჯდომი ადგილის პანორამული სურათები.
• "ვენერა", ჯერჯერობით, ერთადერთი პროგრამაა, რომლის ფარგლებშიც ზემოთ აღნიშნული ტიპის ინფორმაცია მივიღეთ.
მიღებული მონაცემები დღევანდელი სტანდარტებით შეიძლება ცოტაოდენია, მაგრამ ეს იყო ათწლეულების წინ და პირობები, რომლებშიც ზონდები მუშაობდნენ, უკიდურესად სტრესული იყო.
ნახეთ "მომავლის პოსტის" (𝙁𝙋) რილსი ამავე თემაზე. "ნასა" ვენერაზე ბრუნდება - 𝙁𝙋-ს რილსი
იხილეთ ბმულზე. ვენერა - პლანეტა, რომელზეც მზის შუქს ვერ დაინახავთ - 𝙁𝙋-ს რილსი.