კანიბალი ცხოველები: 10 არსება, რომლებიც თავიანთი სახეობის წარმომადგენლებს ჭამენ

3
კანიბალიზმი ცხოველთა სამყაროში საკმაოდ გავრცელებულია 😶🐅
• კანიბალიზმი ბუნებაში შორს არის აბსოლუტური ტაბუსგან.
ცხოველები მილიონობით წლის განმავლობაში ჭამენ საკუთარ სახეობას - მსოფლიოში უძველესი ცნობილი შემთხვევა, ნახევარი მილიარდი წლის წინანდელ ტრილობიტებს ეხებათ.
დღეს ბევრ არსებას ახასიათებს ეს ქცევა, თუმცა კანიბალი ცხოველების მხრიდან თავიანთი სახეობის ჭამას მუდმივი სახე არ აქვს.
წარმოგიდგენთ 10 არსებას, რომლებიც საკუთარი სახეობის წარმომადგენლებს ჭამენ.
⚠️გაფრთხილება: სტატიის შინაარსი შეიძლება შემაწუხებელი იყოს ზოგიერთი მკითხველისთვის.
• მაიმუნები:
კანიბალიზმი მაიმუნებში ჩვეულებრივ გულისხმობს ჩვილების მკვლელობას.
მაგალითად, 2019 წელს, მკვლევრებმა დააფიქსირეს პანამელი თეთრსახიანი კაპუცინების ჯგუფი როგორ ჭამდა ახალშობილს, კოსტა რიკას ეროვნულ პარკში.
მკვლევრების თქმით, მამრ მაიმუნებს ახასიათებთ არაახლობელი ჩვილების მკვლელობა იმ მოტივით, რომ საკუთარი გააჩინონ.
• პოლარული დათვები:
პოლარული დათვების (Ursus maritimus) კანიბალიზმის შემთხვევების უმეტესობა მამრების მხრიდან ფიქსირდება, რომლებიც ბელებს კლავენ - ხანდახან ზრდასრულ მდედრებსაც - თუმცა, როგორც მამრი, ისე მდედრი პოლარული დათვები ადამიანთა მიერ მოკლულ და ტყავგაცლილ პოლარულ დათვებს ჭამენ - ნათქვამია 2011 წელს ჟურნალ Arctic-ში გამოქვეყნებულ კვლევაში.
"გარდიანის" თქმით, 2020 წელს, პოლარულ დათვებში კანიბალიზმის შემთხვევბი გაზრდილი იყო, რაც, სავარაუდოდ, საკვების ნაკლებობამ გამოიწვია.
• იაგუარები:
2010 წელს, The Southwestern Naturalist-ში გამოქვეყნებულმა კვლევამ, ზრდასრულ იაგუარებს შორის (Panthera onca), კანიბალიზმის პირველი შემთხვევა აღნიშნა.
როგორც ჩანს, ორ მამრმა იაგუარმა მოკლა და ნაწილობრივ შეჭამა მდედრი იაგუარი.
მკვლევრების თქმით, ეს შემთხვევა გამოწვეული იყო უცხო იაგუარების ჯგუფის "სხვის სახლში" შეჭრით.
• ვეფხვისებრი ზვიგენები:
ქვიშის ვეფხვისებრი ზვიგენები (Carcharias taurus) ერთმანეთის ჭამას ჯერ კიდევ მშობლის საშვილოსნოში იწყებენ.
მკვლევრებმა დიდი ხანია დააფიქსირეს ვეფხვისებრი ზვიგენის ემბრიონები სხვა ემბრიონების კუჭში.
პატარები თავს ესხმიან და ჭამენ თავიანთ და-ძმებს ჯერ კიდევ საშვილოსნოში, რათა თავად განვითარდნენ.
ეს ყოველივე ნიშნავს, რომ მხოლოდ ყველაზე დიდი და ძლიერი შთამომავალი გადარჩება.
ასევე, ზრდასრულ მდედრებს შეუძლიათ რამდენიმე მამრთან შეწყვილება და კანიბალიზმი შეიძლება დაფიქსირდეს სხვადასხვა მამის ემბრიონებს შორისაც.
• ალიგატორები:
ალიგატორები იჭერენ სხვადასხვა მსხვერპლს, მათ შორის სხვა ალიგატორებსაც.
პორტ შარლოტის მკვიდრმა, ტამი შოუმ, კანიბალიზმის შემთხვევა 2022 წელს გადაიღო, ფლორიდაში.
ვიდეოში ჩანს დიდი ალიგატორი, რომელსაც ყბებში პატარა ალიგატორი ჰყავს მოქცეული.
ვიდეოს ნახვა "მომავლის პოსტის" კონტენტ ჰაბში, შემდეგ ბმულზე შეგიძლიათ.
• ვეფხვები:
მკვლევრები ჯერ კიდევ სწავლობენ კანიბალიზმის ქცევას ვეფხვებში (Panthera tigris), მაგრამ არსებობს მტკიცებულება, რომ ზრდასრულები ხანდახან ჭამენ, როგორც ლეკვებს, ასევე სხვა ზრდასრულებსაც.
მაგალითად, 2019 წელს, ინდოეთის ერთ-ერთ ეროვნულ პარკში, ვეფხვმა ჯერ მოკლა ზრდასრული მდედრი და შემდეგ შეჭამა.
შემთხვევა ისევ განმეორდა, თანაც იგივე ვეფხვის მიერ - იტყობინება Times of India.
ამავე მედიასაშუალების თქმით, ამ რეგიონში კანიბალიზმის აქტების გააკვირვა ველური ბუნების დამცველი ოფიციალური პირები გააკვირვა.
• ობობები:
ობობებს კანიბალიზმის სხვადასხვა ფორმები ახასიათებთ.
არსებობს მრავალი მაგალითი, როდესაც მდედრი ობობა ჭამს მამრებს შეჯვარების შემდეგ ("შავი ქვრივის" ზოგიერთი სახეობა ცნობილია ამ ქცევით).
მათში კანიბალიზმის აქტი იმდენად ხშირია, რომ მამრობითი ობობების ერთმა სახეობამ, Philoponella prominens, შეიმუშავა სპეციალური ადაპტაციები, რათა თავიდან აიცილოს შეჯვარების შემდგომი პერიოდი.
აღნიშნული მამრები, შეჯვარების შემდეგ, უმალვე მკვეთრად იცილებენ მდედრებს.
რომლებიც გაქცევას ვერ შეძლებენ, მდედრების მსხვერპლი ხდებიან.
ასევე, უდაბნოს მამრი ობობები (Stegodyphus lineatus) კვერცხებს ჭამენ, სანამ მათი შთამომავლობა გამოიჩეკება.
და თუ შთამომავლები ახერხებენ გამოჩეკვას - მამრები ჭამენ დედას.
ანუ, დედა იცავს შვილებს მიუხედავად იმისა, რომ მას გარდაუვალი სიკვდილი ელის.
• ჰიპოპოტამები:
მკვლევრები ფიქრობდნენ, რომ ჰიპოპოტამები (Hippopotamus amphibius) მკაცრად ბალახისმჭამელები იყვნენ 1990-იან წლებამდე, სანამ ადამიანებმა დაიწყეს მათი დოკუმენტირება.
დოკუმენტირების შედეგად გამოიკვეთა, რომ ისინი აგროვენებ სხეულებს, რათა თავი უზრუნველყონ ხორცით.
ამ სხეულებში მოიაზრება თავიანთი სახეობაც.
კანიბალიზმი შესაძლოა ნაწილობრივ იყოს დამნაშავე უგანდაში 2004 წელს ჯილეხის გავრცელებაში ჰიპოპოტამების პოპულაციაში.
ჰიპოპოტამები პოტენციურად დაეხმარნენ დაავადების გავრცელებას ინფიცირებული ადამიანების გვამების ჭამით - ამბობს New Scientist-ი.
• სელაპები:
ნაცრისფერი სელაპები (Halichoerus grypus) ძირითადად ჭამენ თევზს, მაგრამ ნაწილობრივ ახასიათებთ კანიბალიზმის უცნაური აქტიც.
2019 წლის კვლევა, რომელიც Journal of Sea Research-ში გამოქვეყნდა, აღწერდა, თუ როგორ მოკლა ახალგაზრდა მამრ სელაპმა მოზარდი და იკვებებოდა მისი ცხიმით დაახლოებით 90 წუთის განმავლობაში.
ცნობისთვის, სელაპის ცხიმი მაღალკალორიულია, ამიტომ, რამდენადაც ცუდად არ უნდა ჟღერდეს, სელაპებისთვის ერთმანეთის ჭამა მომგებიანია.
• ადამიანები:
ჩვენი ისტორიის მანძილზე, ადამიანებს კანიბალიზმი ახასიათებდათ - მტრების ჭამით გამოიხატებოდა საყვარელი ადამიანების ხსოვნის პატივისცემა.
ასევე, შიმშილის ზღვარზე მყოფნი გადარჩენისთვის ამ სახით იბრძოდნენ.
ასევე არსებობს მტკიცებულება, რომ ნეანდერტალელები და სხვა გადაშენებული ადამიანების სახეობები ერთ დროს კანიბალიზმს მიმართავდნენ.
მიუხედავად ამ ყველაფრისა, ადამიანები, როგორც წესი, ბუნებით ეწინააღმდეგებიან საკუთარი სახეობის ჭამის იდეას.
მომზადებულია LiveScience-ზე დაყრდნობთ, "ტერასთვის".
შემოუერთდი "მომავლის პოსტის" ახალ პლატფორმას - ტერას.
"ტერა" - შეისწავლე დედამიწა ისე, როგორც არასდროს.🌍
3