ვფიქრობ წინ ძალზედ საინტერესო სამუშაო გველოდება, რადგან ვიწყებთ მუშაობას ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის კანონთა კრებულის შექმნაზე, რომელსაც თანდაერთვება ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონიც. სამუშაო ჯგუფში მოწვეული არიან ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილების მქონე სდსს ვეტერანები და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტის სისხლის სამართლის დარგის მეცნიერები.
იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული კრებული პირველად იქმნება, ყველას, ვისაც აქვს ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის გამოცდილება სხვადასხვა სამსახურში და აქვს სურვილი ეს გამოცდილება მოახმაროს ამ სფეროს განვითარებას, ვთხოვთ მოსაზრებები და წინადადებები მოგვაწოდონ სდსს ვეტერანთა კავშირში ან გამოგვიგზავნონ ელექტრონული ფოსტით - ssps.veterans@gmail.com