2024 წლის მარტის თვიდან, თქვენი თანხმობის გარეშე, ვეღარ შეგაწუხებენ გაუთავებელი სმს-ებით. იხილეთ ვრცლად პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის განცხადება👇🏻👇🏻👇🏻
"პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების წესები იცვლება!
თუ მარკეტინგულმა შეტყობინებებმა შეგაწუხათ ან ხართ ბიზნესის წარმომადგენელი, რომელიც აქტიურად იყენებს პირდაპირ მარკეტინგს პროდუქტების და სერვისების შეთავაზებისთვის, მაშინ ეს სიახლე თქვენთვისაა.
პარლამენტმა უკვე მიიღო „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს ახალი კანონი, რომელიც მნიშვნელოვან ცვლილებებს ითვალისწინებს პირდაპირი მარკეტინგის განხორციელების მიმართულებით.
კერძოდ, პირდაპირი მარკეტინგის მიზნით მონაცემთა დამუშავება შესაძლებელი იქნება მხოლოდ ადრესატის თანხმობით.
ეს ნიშნავს იმას, რომ არ ექნება მნიშვნელობა რა საფუძვლით ან რა გზით (გარდა უშუალო თანხმობისა) მოიპოვა ან შეაგროვა კომპანიამ მონაცემები, მაშინაც კი თუ ეს ინფორმაცია საჯარო წყაროებში იძებნება.
ახალი კანონით გათვალისწინებული ვალდებულებებისა და სიახლეების უმრავლესობა ძალაში შევა 2024 წლის 1 მარტიდან."