ხშირად გიზიარებთ სხვადასხვა ღონისძიებებსა თუ კაფე-ბარებს თბილისის მასშტაბით, დღეს კი გადავწყვიტე ბათუმის რამდენიმე ყველასთვის საყვარელი, დახვეწილი და გემრიელი კერძების მქონე ადგილებიც გაგაცნოთ, რომ ბათუმში სტუმრობისას ზუსტად იცოდეთ გეზი საითკენ აიღოთ და სად რა მიირთვათ გემრიელად.
Neocca ნეოკა
ნეოკა ეს არის ადგილი, რომელიც ვიტყოდი ერთ-ერთ განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ბათუმელების და არა მარტო, საყვარელი კაფეების სიაში.
ნეოკა გამოირჩევა როგორც ინტერიერითა და ექსტერიერით, ისე სასიამოვნო სტაფითა და უგემრიელესი კერძებით. ნეოკაში მისულ სტუმრებს განსაკუთრებით მათი ყავა, ფრეშები, პიცა "კალცონე" და ვაფლი უყვართ, გარდა ამისა, ნეოკაში სტუმრობისას შეძლებთ აზიური კერძების დაგემოვნებასაც.
აუცილებლად გირჩევთ, ეწვიოთ ნეოკას და თავად ისიამოვნოთ იქ ყოფნით.
მისამართი: Vaja Pshavela str. #1, Batumi, Georgia
BERN Batumi
არ შეიძლებოდა ბერნისთვის არ გამეწია რეკომენდაცია!
ბერნი ბევრ ლოკაციას გვთავაზობს მათთან სტუმრობისას თუმცა პირველ რიგში, მოიხიბლებით მისი ტერასით, რომელიც ნებისმიერ სეზონზე ულამაზესია. ასევე შეგიძლიათ ისარგებლოთ, როგორც გარე სივრცით პირველ სართულზე, ისევე შიდა სივრცე პირველსა და მეორე სართულებზე. მესამე სართულს კი როგორც უკვე აღვნიშნე და ფოტოზეც არის აღბეჭდილი, ულამაზესი ვერანდა ამშვენებს.
აქ სტუმრობისას დააგემოვნებთ როგორც ქართულ, ისე ევროპულ კერძებსაც. სტუმრების დიდ სიყვარულს იმსახურებს მათი აჭარული, ხინკალი, სალათი ცეზარი და უგერმრიელესი დესერტი "ლავა ქეიქი".
მისამართი: Rustaveli st. 17, Batumi, Georgia
Leuville - ლევილი (Batumi Branch)
კიდევ ერთი ულამაზესი ფრანგული კაფე ლევილი, რომელიც იდეალურია ბრანჩისთვის.
ლევილი ნამდვილად გამოირჩევა თავისი ინტერიერის დახვეწილობითა და კერძების სიგემრიელით. მისულ სტუმრებს განსაკუთრებით მათი ლიმონათი და აჭარული ხაჭაპური უყვართ. ხაჭაპურის გარდა მათ უგემრიელესი დესერტები და ფუნთუშებიც აქვთ. ამიტომ აჭარაში სტუმორბისას აჭარულის დაგემოვნების დრო რომ მოვა, გირჩევთ, აუცილებლად ეწვიოთ ლევილს და თან დააყოოლოთ მათი ტკბილეულობა.
გარდა შიდა სივრცისა, შეგიძლიათ ისარგებლოთ მათი პატარა "ვერანდით".
მისამართი: 1 ზურაბ გორგილაძის ქუჩა, ბათუმი
Dona Bakeshop & Cafe
თუ გიყვართ ტკბილეული და ბათუმში ყოფნისას დესერტის მირთმევა მოისურვეთ, აუცილებლად პირველი დონა უნდა გაგახსენდეთ.
დონა ბათუმში მართლაც რომ N1 საკონდიტროა როგორც გემოვნებით ისე თავისი ნამცხვრების თუ ტორტების ვიზუალით. ეს ის შემთხვევაა, როცა რეალობის აღქმა გიჭირს და ვერ არჩევ საკუთარი თვალით დანახული ტორტისა თუ ნამცხვრის სილამაზის სინამდვილეს.
დიახ, არ გატყუებთ თვალები. დონაში ნამდვილად ასეთი ტორტების შეკვეთასა და მსგავსი ნამცცხვრების დაგემოვნებას შეძლებთ.
დონაში შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის კომფორტული ადგილი და საყვარელ ყავასთან ერთად მიირთვათ თქვენი ფავორიტი ნამცხვარი.
თუმცა არ დაგავიწყდეთ, იქ მისულს იმდენი ნამცხვარი დაგხვდებათ, აუცილებლად გაგიჭირდებათ საუკეთესოს ამორჩევა.
მისამართი: 121 ფარნავაზ მეფის ქუჩა; ვახტანგ გორგასალის #41