კაცი რომელსაც ლიტერატურა ძლიერ უყვარდა❤️⬇️

10
ისე ვუყვარდი, ისე მიყვარდა..ვისზედაც უნდოდა იმაზე გავეცვალე, ნებისმიერ ადამიანზე-იქნებოდა ეს ტანმორჩილი, გამხდარი ინტელიგენტი თუ დიდხელება გლეხი, სათვალიანი მუსიკოსი თუ მუშა, ალალი ღიმილით სახეზე, ანდა, თუნდაც ფიზიკოს-ლირიკოსი, ბოლო დროს გაჩნდა ადამიანთა ასეთი კატეგორიაც, არ ვიცი რა აქვთ საერთო ერთმანეთთან, რითმის გარდა და მოკლედ ვინც გინდა ის ყოფილიყო, მაგრამ არაა, არაა, სწორედ იმას მანაცვლა, რასაც ყველაზე, ყველაფერზე მეტად ვერ ვიტან- თვითკმაყოფილს და თვითკმაყოფილებას…
ჩამოიარა იმან, ერთ დროს საცოლემ, ეჰ საიდუმლონარევი, შორეული სილამაზით აღსავსემ, როგორიცაა სიტყვა მოიისფერო, გვერდით კი მოჰყვებოდა კაცი, ისეთი უსიამო გამომეტყველებით სახეზე, როგორიცაა სიტყვა გავძეხი, და მე კი განზე ვიდექ, ზედმეტი, როგორც სიტყვა მაშასადამე….
10