ცივი ღვინო და მამონტები 🍷🦣
• ავსტრიაში, ღვინის სარდაფში ქვის ხანის პერიოდის სამი მამონტის ნაშთები აღმოაჩინეს, რაც ახალ ინფორმაციას გვაწვდის იმის შესახებ, თუ როგორ ნადირობდნენ ადამიანები ძველად აწ უკვე გადაშენებულ ცხოველებზე.
მკვლევრები ამ აღმოჩენას ბოლო ასი წლის განმავლობაში ყველაზე მნიშვნელოვანს უწოდებდნენ და დასძინეს, რომ ძვლები სავარაუდოდ 30 000-დან 40 000 წლისაა.
IFLScience-ს თანახმად, ჩონჩხები შენობის მფლობელმა (ანდრეასმა) იმ დროს აღმოაჩნა, როდესაც მას განახლებით სამუშაოებს უტარებდა.
როგორც ანდრეასი ამბობს, თავდაპირველად აღმოჩენილი ნაწილი ხის ნაჭერი ეგონა, რის შემდეგაც გაახსენდა ბაბუის ნაამბობი, რომ სწორედ ამ ადგილას ერთხელ კბილებიც იპოვეს, ამან მას ეჭვი გაუჩინა, რომ შესაძლოა ეს ობიექტი პრეისტორიული ყოფილიყო.
სწორედ ამის შემდეგ დაუკავშირდა ანდრეასი მკვლევრებს და ობიექტზე ძიების დაწყების საშუალება მისცა.
» ,,ჩვენ ვიცით, რომ ადამიანები ნადირობდნენ მამონტებზე, მაგრამ ჯერ კიდევ ძალიან ცოტა ვიცით, თუ როგორ აკეთებდნენ ამას”, - ამბობს ჰანა პაროუ-სოუშონი, ამ ექსპედიციის ხელმძღვანელი.
მკვლევრები ვარაუდობენ, რომ ეს უზარმაზარი ცხოველები ადგილზე შესაძლოა მას შემდეგ დახოცეს, რაც მონადირეებმა მათ ხაფანგი დაუგეს.
იმედია, რომ გათხრების გაგრძელების შემდეგ მეტი დეტალი გახდება ცნობილი.