კაცობრიობის ისტორიაში პირველად, მეცნიერებმა სხვა გალაქტიკის ვარსკვლავის ახლო კადრით გადაღება შეძლეს

3
ეს მომაკვდავი ვარსკვლავი დედამიწიდან 160 000 სინათლის წელზე მეტი მანძილითაა დაშორებული 🌟
✦ მას WOH G64 და წითელი სუპერგიგანტია, რომელიც მდებარეობს მაგელანის დიდ ღრუბელში (ჯუჯა გალაქტიკა), რომელიც ირმის ნახტომის გარშემო მოძრაობს.
ეს ვარსკვლავი იმდენად დიდია, რომ რაღაც პერიოდი "მონსტრს" ან "ბეჰემოთს" უწოდებდნენ.
მისი რადიუსი თითქმის 2000-ჯერ აღემატება მზის რადიუსს.
ამ კოლოსალურმა ზომამ აქცია იგი იდეალურ სამიზნედ.
» ,,ვარსკვლავის ირგვლივ "აპკი" აღმოვაჩინეთ, რომელიც მჭიდროდ აკრავს მას“, - ამბობს ასტროფიზიკოსი კიიჩი ონაკა.
„განცვიფრებული ვართ, რადგან ეს შეიძლება გამოწვეული იყოს მომაკვდავი ვარსკვლავიდან მასალის გამოტყორცნით, სუპერნოვას ფაზის დაწყებამდე."
ვარსკვლავების გამოსახულებების მიღება, ირმის ნახტომშიც კი, საკმაოდ რთულია.
ამის შესანიშნავი მაგალითია წითელი გიგანტი ბეთელჰეიზე;
მიუხედავად იმისა, რომ იგი მზის რადიუსს მხოლოდ 764-ჯერ აღემატება და ჩვენგან WOH G64-ზე ნაკლებადაა დაშორებული, ბეთელჰეიზეს ჩვენ ხელთ არსებული გამოსახულებები იმდენად ბუნდოვანია, რომ ასტრონომები ვერ გებულობენ რატომ ხდება მისი სინათლის ასე დრამატულად ცვლილება.
ონაკა და მისი გუნდი ამ ვარსკვლავს წლების განმავლობაში სწავლობდნენ, თუმცა უნდა დალოდებოდნენ მოწინავე ტექნოლოგიების შემუშავებას, რათა მისი აღბეჭდვა შესძლებოდათ.
მომზადებულია Sciencealert-ის მიხედვით.
3