ჩემპონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მეოთხე ტურში, ნაპოლიმ აიაქსს უმასპინძლა და 4-2 დაამარცხა.
მასპინძელთა ქართველი შემტევი, ხვიჩა კვარახელია ამსტერდამულ გრანდთან, ამჯერადაც გოლითა და საგოლე გადაცემით გამოირჩა. მან ჯერ მეორე გოლზე რასპადორის უპასა, ხოლო შემდეგ კი, პენალტი ზუსტად შეასრულა, რის გამოც, სრულიად სამართლიანად, მატჩის საუკეთესო ფეხბურთელადაც კი დასახელდა.
ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში ოთხ მატჩში 2 გოლი, 3 საგოლე პასი და ერთი მოპოვებული პენალტი აქვს მითვლილი, ხოლო სერია A-ს მონაგარსაც თუ დავუმატებთ, მთლიანად სეზონში ასეთი სტატისტიკა აქვს: 13 მატჩი, 7 გოლი, 5 საგოლე პასი და 3 მოპოვებული პენალტი!