კვირის ციური სანახაობა: ლირიდების მეტეორული წვიმა და ვარდისფერი მთვარე

4
ლირიდების მეტეორული წვიმის კვირეული გრძელდება ☄️🌕✨
✦ ყოველწლიურად, 15-დან 29 აპრილამდე, ამ მოვლენისას, დედამიწის ატმოსფეროში ათობით მეტეორი იწვის, რაც ცაზე საოცარ სანახაობას ქმნის.
აღნიშნული მეტეორული წვიმა ყველაზე აქტიური იყო 21 აპრილის ღამიდან ორშაბათის (22 აპრ.) დილის ჩათვლით, მაგრამ ხილული იქნება მიმდინარე კვირის განმავლობაშიც.
სამშაბათს, 23 აპრილს, საღამოს, ლირიდების მეტეორული წვიმა დაემთხვა აპრილის სავსე მთვარეობას, რომელიც ასევე ცნობილია, როგორც "ვარდისფერი მთვარე".
ეს სუპერმთვარე სინამდვილეში სულაც არ არის ვარდისფერი, უბრალოდ ძალიან კაშკაშაა.
ხოლო, მეტეორული წვიმის დროს მისი (სუპერმთვარის) დანახვა იშვიათი შესაძლებლობაა.
ცხადია, მთვარის ასეთი სიკაშკაშე ართულებს მეტეორებზე ნადირობას, თუმცა მაინც შეძლებთ მათ დანახვას.
NASA-ს ცნობით, ლირიდების სანახავად საუკეთესო დროა მთვარის ჩასვლის შემდეგომი პერიოდი, ანუ დილით მზის ამოსვლამდე.
თუმცა, დაკვირვების შემთხვევაში, მათი ნახვა შესაძლებელია შუაღამიდან გათენებამდე.
გაითვალისწინეთ, რომ დაკვირვებისთვის გესაჭიროებათ ხელოვნური სინათლისგან თავისუფალი გარემო და 30 წუთი, რათა თვალები ადაპტირდნენ სიბნელესთან.
მეტეორულ წვიმებზე ამომწურავი ინფორმაციისა და რჩევების მისაღებად, გთავაზობთ "მომავლის პოსტის" ინფოგრაფიკას.
4